ჩიჩარიტო: “მლს”-ში თამაში უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩინეთის სუპერ ლიგაში”
ლევერკუზენის “ბაიერის” თავდამსხმელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ჩინეთის სოპერ ლიგაში ასპარეზობასა და დიდი ფულის შოვნას ჩრდილოეთ ამერიკაში, “მლს”-სში თამაში ურჩევნია.
“ჩემთვის “მლს”-ში თამაში უფრო საინტერესოა. მომწონს ამ ჩემპიონატის სტილი და ამერიკურლი ცხოვრება. თუმცა, ვერ იტყვი, რა მოხდება სამი, ოთხი ან ხუთი წლის შემდეგ. არასოდეს თქვა არასოდეს.”
“რა თქმა უნდა, ძალიან დამაბნეველი და მაცდურია ჩინური კლუბების მიერ შემოთავაზებული დიდი ხელფასი. თუმცა, ასეთი შემოთავაზება ახლა რომ მქონდეს, უარით გავისტუმრებდი. ჩემთვის ახლა კარიერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – ფული. “ბაიერის” ფეხბურთელი ვარ და ბედნიერი ვარ ამით,” – განაცხადა მექსიკელმა.