ჩიჩარიტოს “რეალის” დატოვება არ სურს
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ ხავიერ ერნანდესს, რომელიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” “მანჩესტერ იუნაიტედისგან” არის განათხოვრებული, “სამეფო კლუბის” დატოვება არ სურს.
“ხანდახან პრესაში საკმაოდ ბევრი ჭორი ჩნდება, თუმცა ჩიჩარიტოს იანვარში მადრიდის დატოვება არ სურს. მას მეტი სათამაშო დრო უნდა და იცის, რომ თუ ბევრს იმუშავებს, მის წინაშე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. ხავიერი ამას მადრიდში გადმოსვლის პიორველივე დღიდანვე ცდილობს. რა იქნება საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ამას “მანჩესტერ იუნაიტედი” გადაწყვეტს”, – ჩიჩარიტოს აგენტ ედუარდო ერნანდესის სიტყვები “ასმა” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ მექსიკელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.
საიჯარო ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. ივლისში “რეალს” ჩიჩარიტოს სრულად გამოსყიდვის უფლება მიეცემა.