კიელინი: „ფინალში გასვლას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით“

თარიღი: მაისი 2, 2014

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსსა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ შორის გამართული განმეორებითი მატჩი უგოლოდ დასრულდა. პირველი შეხვედრა პორტუგალიელებს ანგარიშით 2:1 ჰქონდათ მოგებული და შესაბამისად, ფინალის საგზური მათ მოიპოვეს.

მატჩის შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ ფინალში გასვლას „იუვენტუსი“ იმსახურებდა.

„ბენფიკას“ პატივს ვცემთ, მაგრამ ვთვლი, რომ ფინალში გასვლას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით. ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. თითოეული ჩვენგანი იმედგაცრუებულია, რომ საშინაო ფინალში ვერ ითამაშებს. ჩვენ ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ, თუმცა ეს გაკვეთილად უნდა იქცეს. ვწუხვარ, რომ ფინალში არ ვიქნებით“, – კიელინის სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალური მატჩი „სევილიასა“ და „ბენფიკას“ შორის 14 მაისს, ტურინში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუ: “PCR ტესტი სისულელეა”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ სოციალურ ქსელ Instagram-ში ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ თავს კარგად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” – “რომას” მსაჯს ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

იტალიური გამოცემა Mediaset ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ “მილანი”-“რომას” მატჩის მთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მესამე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.   A […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრისტიან ერიქსენს “ინტერის” დატოვება სურს

მილანის “ინტერის” ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენს გუნდის გამოცვლა სურს. დანიელი ფეხბურთელი “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” “ნერაძუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩმა “რომას” გოლი მე-2 წუთზე გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Goal Zlatan Ibrahimovic. AC Milan 1:0 AS Roma #MilanRoma #ForzaMilan pic.twitter.com/BIHncRDPx1 — FTTV […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” მაურო იკარდის დამატებას შეეცდება

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი მაურო იკარდი შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს. A Bola წერს, რომ არგენტინელი ფეხბურთელით “მილანი” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიის სპორტის მინისტრი რონალდუს პროტოკოლის დარღვევაში ადანაშაულებს

იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა “იუვენტუსის” პორტუგალიელ სუპერვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს სპეციალურად კორონავირუსის პანდემიის...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა დაასრულა. დაღესტნელმა მებრძოლმა ჯასტინ გეიჯი დაამარცხა და თქვა, რომ ეს მისი ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “ლუკაკუ ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდია”

მილანის “ინტერის” ფორვარდ რომელუ ლუკაკუს აგენტმა ფედერიკო პასტორელომ თქვა, რომ მისი კლიენტი ამ დროისთვის მსოფლიოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ყარაბაღი” “ვილიარეალს” სტამბოლში მიიღებს

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბი “ყარაბაღი” “ვილიარეალს” სტამბოლის ფათიჰ თერიმის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

48 წლის იტალიელი მოდელი იმობილეს გოლის აღსანიშნავად გაშიშვლდა (ფოტო)

ანა ფალკი ცნობილი იტალიელი მოდელია, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით ყურადღებას ხშირად იქცევს. მისი ერთ-ერთი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ორიდან ორი: მარიო გიოტცემ კიდევ ერთხელ გაიტანა (ვიდეო)

22 ოქტომბერს სტარტი აიღო ევროპა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ჯგუფურმა ეტაპმა. პირველ ტურში ნიდერლანდური “პსვ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეინჯერსის” ფეხბურთელმა “სტანდარტს” საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

კემარ რუფის გოლი “სტანდარტის” კარში იხილეთ ვიდეო Unreal goal from Kemal Roofe #Rangers #EuropaLeague 🔥 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მეორე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.   A […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კალაძე: “მილანი” ყოველთვის ჩემ გულშია” (ფოტო)

წლ”მილანის” ყოფილმა მცველმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში “როსონერის” მაისურთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. თბილისის...
წაკითხვა