“ჩიხურა” შოტლანდიაში “აბერდინთან” 5-0 განადგურდა
საჩხერის “ჩიხურა” შოტლანდიაში “აბერდინთან” 5-0 განადგურდა და ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა.
“ჩიხურა” “აბერდინთან” უშანსოდ დამარცხდა. სემ კოსგროვერმა დინო ჰამზიჩს 3 გოლი გაუტანა და გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო. 2 მატჩში ჯამში, იმერლები 6:1 დამარცხდნენ.
პირველ ეტაპზე “ჩიხურამ” ლუქსემბურგულ “ფოლას” 4:2 მოუგო, თუმცა “აბერდინთან” ვერაფერს გახდა.
აბერდინი 5-0 ჩიხურა
გოლები: კოსგროვერი 9/20/80, ლეი 58, ვრაითი 65
აბერდინი: ლუისი – ლოგანი, კონსიდინი, მაკკენა, ლეი – გალაგერი, ოჯო, ფერგუსონი – ჰეჯსი, კოსგროვერი, მაქგინი
მთავარი მწვრთნელი: დერეკ მაკკინსი
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მამასახლისი, მაისაშვილი, ჩიკვაიძე – ჩიტეიშვილი (მარკოზაშვილი 52), კაშია, სარდალიშვილი – დეკანოიძე (ფანცულაია 52), ერგემლიძე (ჩიხლაძე 72), ლექვთაძე
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე