ჩიხურა vs დინამო – მატჩამდე

თარიღი: მარტი 2, 2014

უმაღლესი ლიგის მეოცე ტურის შეხვედრას დინამოელები გასვლაზე ზესტაფონში საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი.

ჩვენი მეტოქე

საჩხერის საფეხბურთო კლუბი ჩიხურა 1938 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური სიმბოლიკა ყვითელ და ლურჯ ფერებში არის გადაწყვეტილი. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს საჩხერის ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. ჩიხურა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ 2012/2013 წლების სეზონში დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში საჩხერელთა საუკეთესო რეზულტატი გასულ სეზონში დაფიქსირდა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში მეოთხე საფეხური დაიკავა. გასულ სეზონი ჩიხურასთვის წარმატებული გამოდგა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზეც, საჩხერის გუნდმა გათამაშების ფინალში ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ჩემპიონატში დაკავებული მეოთხე საფეხური და საქართველოს თასის ფინალისტობამ ჩიხურას ევროასპარეზზე სადებიუტო შეხვედრების ჩატარების უფლება მისცა. გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო თამაში, სადაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ლიხტენშტაინური ვადუცის ბარიერი დაძლია, მეორე ეტაპზე კი შვეიცარიულ თუნთან ორი მატჩის ჯამში – 1:5 დამარცხდა. ჩიხურამ თავისი პირველი ტიტული 22 დეკემბერს მოიპოვა, როცა საქართველოს სუპერთასის ფინალში დინამო თბილისი დაამარცხა მინიმალური ანგარიშით 1:0.

მწვრთნელი და ჩიხურა

საჩხერის ჩიხურას მთავარი მწვრთნელი 2008 წლიდან დღემდე სოსო ფრუიძე გახლავთ, რომელთან ერთადაც გუნდმა პირველ ლიგაში წარმატებას მიაღწია და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სოსო ფრუიძემ ჩიხურაში ხუთწლიანი მოღვაწეობის თავზე გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტაში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. დებიუტანტის კვალობაზე გასულ სეზონში გუნდმა წარმატებულად იასპარეზა ეროვნულ ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაზეც. მოიპოვა საქართველოს სუპერთასი. მიმდინარე სეზონში კი გუნდი 19 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 38 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფება.

დინამომდე…

პირველი წრის დასრულების შემდეგ საჩხერის ჩიხურამ ვერ მოახერხა შეკრებაზე საზღვარგარეთ გამგზავრება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა საკმაოდ იაქტიურა სატრანსფერო ბაზარზე დაიმატა რა- გივი კვარაცხელია, ელგუჯა გრიგალაშვილი და ლევან ხმალაძე. ჩიხურა სეზონისწინა ტესტ მატჩებში დამარცხდა დილასთან 1:2 და ტორპედოსთან 0:1. სამაგიეროდ თასზე მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სიონთან 2:2 დაასრულეს შეხვედრა და ჩემპიონატში ცხინვალის სპარტაკს 3:2 აჯობეს.

ჩიხურა VS დინამო

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 7 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე 6 მოგება და ერთი ფრეა. ბურთების ბალანსი 26/6 თბილისელტა სასარგებლოდ. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები  ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით – 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით ფეიქრიშვილი, იაშვილი, მერებაშვილი, ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ხმალაძემ მიამატა. მეხუთე შეხვედრა ამ გუნდებს შორის საჩხერეში გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები გრაიციარის, ჩისკოს, მერებაშვილის და კოტოს ანგარიშზეა. ბოლო მატჩი ჩემპიონატში ამ გუნდებმა 20 ოქტომბერს გამართეს. დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ჯაბა დვალმა დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამო თბილისის შემადგენლობიდან არავინ დააკლდება. ჩიხურა დისკვალიფიკაციის გამო შოთა კაშიას მოისაკლისებს.

ჩიხურა VS დინამო – მსაჯი

ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 2 მარტს სტუმრად საჩხერეს საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს, გიორგი ვადაჭკორია განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ი. უკლება გაუწევენ. დამატებითი არბიტრები იქნებიან ბ. ნინუა და გ. ყრუაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ა. კრიჭაშვილი შეასრულებს.

ჩიხურას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში საჩხერელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

თევდორეძე – კვარაცხელია, ოდიკაძე, ლომაშვილი, ხმალაძე – დათუნაშვილი, ბეჭვაია, დეკანოიძე, ქიმაძე, ჯიღაური – გაბედავა

FCDinamo.GE



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ასეთი ამბავია, როცა მესი არგენტინაში ჩადის (ვიდეო)

მესი არგენტინაში ჩავიდა, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მოისურვა ვახშმობა. მესის სტუმრობა მალევე გავრცელდა და გარეთ, ასეთი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენმა “ტორინოსთან” 130 ათასი ევრო გამოიმუშავა

“ნაპოლიმ” “ტორინო” 0-4 გაანადგურა. ვიქტორ ოსიმენმა დუბლი შეასრულა. ოსიმენს სერია A-ში 21 გოლი დაუგროვდა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა”, შესაძლოა, მე-2 ლიგაში გააგდონ

ესპანური მედიის ინფორმაციით, არის გარკვეული შანსი კატალონიის “ბარსელონა” მე-2 ლიგაში დააქვეითონ. გასულ კვირაში ესპანეთის პროკურატურამ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

დათო ტურაშვილი: “არ მინდოდა ამის თქმა, რაც ბადრი კვარაცხელიამ მითხრა, მაგრამ ყაველაშ

მწერალი დათო ტურაშვილი პარლამენტის წევრის, ყოფილი ფეხბურთელის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართვას პასუხობს. “ხვიჩა კვარაცხელია, არათუ აღფრთოვანებული ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური გრანდი მამარდაშვილში 30 მილიონს იხდის

იტალიური მედიის ინფორმაციით, “ვალენსიას” ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას “იუვენტუსი&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას ქალბატონი ყოველთვის მარადონაზეა: ნიცა თავაძე ერთ მატჩსაც არ აცდენს!

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აქტიურად წერს და კვარას წარმატების ერთ-ერთ მიზეზად მის შეყვარებულს, ნიცა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხალხს რა უქნა? კვარას საოცარი გოლიიიიიი (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელია “ატალანტას” ძალიან მაგარი გოლი გაუტანა. GOAL | NAPOLI 1-0 ATALANTA ⚽️ 59' Khvicha […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა მორიგ რეკორდზე მიდის! 75 მილიონი ევრო!

2022 წლის 1 ნოემბერს გერმანულმა Transfermarkt-მა ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 60 მილიონ ევროდ შეაფასა. 2022 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდომ საუდის არაბეთში ჯარიმა საშინლად ცუდად შეასრულა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდოს “ალ ნასრი” გუშინ 0-1 დამარცხდა “ალ იტიჰადთან”, რომელიც საუდის არაბეთის ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა. [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავი “ბარსელონაში” კვარას ტრანსფერს ითხოვს!

ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ითხოვს. “ბარსელონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ” ოსიმენში ასტრონომიულ თანხას იხდის

Football Italia-ს ინფორმაციით, “პსჟ” მზად არის “ნაპოლის” თავდამსხმელში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს. ოსიმენს “ნაპოლისთან&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყაველაშვილის პასუხი არველაძეს: “ამჩატდა”

“ქართული ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი შოთა არველაძეს პასუხობს, რომელმაც  “აგენტების შესახებ კანონს” მიუღებელი უწოდა. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მხოლოდ ერთი სიტყვა! რა თქვა კვარამ გასახდელში?

იტალიური მედია Gazzeta Dello Sport “ნაპოლის” გასახდელში მომხდარ ამბებზე წერს, რომელიც “ლაციოსთან” მარცხის შემდეგ წარიმართა. [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპეს ღირსეული საქციელი!

რამდენიმე დღის წინ კილიან მბაპე “პსჟ”-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ედისონ კავანის შედეგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა