ჩიხურამ ბურსასპორს არ გაატანინა
თურქეთში გამართული ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი “ბურსასპორსა” და “ჩიხურას” შორის გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
ფრუიძის შეგირდებმა პირველივე წუთებიდან მეორე ნომრად დაიწყეს თამაში და აქცენტი დაცვაზე გააკეთეს, რაც საკმაოდ კარგად გამოსდიოდათ კიდეც.
აღსანიშანვია, რომ თურქებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შემქნეს, თუმცა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს. გოლის გატანის შანსი “ჩიხურასაც” ჰქონდა. გაბედავას დარტყმას ორჯერ მცველები გადაეღობნენ.
საბოლოო ჯამში დამსახურებული ფრე ძლიერ მეტოქესთან და ერთ კვირაში “მიხეილ მესხზე” გასამართი საინტერესო დაპირისპირება.
ბურსასპორი 0-0 ჩიხურა
ბურსასპორი: თექინი, სიველი, ოზთურქი, ბეჰიჩი, ოზბაირაკლი, კარაბულუტი (ქირაზი 46′), ბელუში, ტრაორე, შენი, ილმაზი (ტუფანი 82′), ფერნანდაო (ენეშ უნალი 56′).
ჩიხურა: ქვილითაია, ოდიკაძე, კაშია, რეხვიაშვილი, ქიმაძე, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, დეკანოიძე (კორიფაძე 90+1′), ჯიღაური, გაბედავა, კუჭუხიძე.