“ჩიხურამ” “დილა” სარდალიშვილის დუბლით დაამარცხა
ეროვნული ლიგის 29-ე ტურის პირველ შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” გორის “დილა” მიშიკო სარდალიშვილის დუბლით 2-1 დაამარცხა. სარდალიშვილმა 5 წუთიან შუალედში, 39 და 44 წუთებზე 2 გოლი გაუტანა ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერს, ლუკა გუგეშაშვილს. “დილამ” 1 ბურთის გაქვითვა 63-ზე მოახერხა, თუმცა მეტი ვეღარ შეძლო და “ჩიხურამ” უშუალო კონკურენტს მოუგო. ამ გამარჯვებით იმერლებმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს, 1 ქულით გაასწრეს “დილას” და “ტორპედოსთან” სხვაობა 2 ქულასა და 2-ით მეტ თამაშს შეადგენს.
ჩიხურა 2-1 დილა
გოლები: სარდალიშვილი 39/44 – ქავთარაძე 63
ჩიხურა: ჰამზიჩი – ჩიტეიშვილი, მაისაშვილი, მირცხულავა, მეგრელიშვილი (დობროლოვსკი 61) – სარდალიშვილი (ბუხაიძე 90), კაკუბავა, ჩიკვაიძე, კახაბრიშვილი (ბუღრიძე 46) – გაბედავა, მარკოზაშვილი
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დილა: გუგეშაშვილი – კორიფაძე (სამუშია 86), ჩადუნელი, რაზმაძე, სუხიაშვილი – რაზმაძე, ნონიკაშვილი (პა ომარ ბაბუ 79), რაჟამაშვილი (ჯუფი 46) – რიბეირო, ქავთარაძე, კოვტალიუკი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი