“ჩიხურამ” “დინამო” დაამარცხა და “მერანი” ეროვნული ლიგიდან გავარდა
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში საჩხერის “ჩიხურამ” მიხეილ მესხის სტადიონზე თბილისის “დინამო” 2-0 დაამარცხა. ანგარიში მე-17 წუთზე კახა კახაბრიშვილმა საოცარი გოლი შეაგდო ჯავაშვილის დიაგონალური გადაცემის შემდეგ.
“დინამომ” მე-2 ტაიმში თამაშში გარდატეხის შეტანა სცადა, მოედანზე ზარია, კაპანაძე და შულაია გამოვიდნენ, მაგრამ ბეგაშვილი და დაცვა სათანადოდ იდგა. 84-ე წუთზე დებიუტანტმა ნიკიტა ბასტრონმა ზარიას მოპარა ბურთი და კიკაბიძეს გადასცა, რომელმაც მცველი მარტივად მოატყუა და მარცხენა ფეხით კვასხვაძეს მარცხენა კუთხეში შეუგორა.
“ჩიხურა” ამ გამარჯვებით ეროვნულ ლიგის პლეი-აუტში თამაში გაინაღდა, რაც თბილისის “მერანის” გავარდნას ნიშნავს. თბილისელებმა კი თავის მხრივ ბათუმელებთან 2 ქულიანი სხვაობა შეინარჩუნეს.
ჩიხურა 2-0 დინამო თბილისი
გოლები: კახაბრიშვილი 17, კიკაბიძე 85