“ჩიხურამ” “ივანწმინდა არენაზე” დაბრუნება თბილისის “დინამოს” დამარცხებით აღნიშნა! (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.
საჩხერის “ჩიხურა” რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საკუთარ მოედანს დაუბრუნდა და სწორედ იქ გამართა მატჩი. იმერლები ლიდერ თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდნენ. 22-ე წუთზე გიორგი განუგრავამ ზუსტი დარტყმით მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაუშვა ბურთი და “ჩიხურა” დააწინაურა. ზუსტად 4 წუთში დედაქალაქელთა კართან თერთმეტმეტრიანი დაინიშინა. იგი დიმიტრი ტატანაშვილმა შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 41-ე წუთზე “დინამო” კონტრშეტევაზე წავიდა, კიტეიშვილმა ბურთი ლობჟანიძეს გადააწოდა, რომელმაც მარცხენა კუთხიდან ცარიელ კარში სცადა ბურთის გადაგზავნა. მისი დარტყმული მცველმა მირცხულავამ ხელით აიღო. რა თქმა უნდა, საჩხერელთა ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენეს და პენალტიც დაინიშნა. იგი ბაჩანა არაბულმა შეასრულა და ანგარიში 2:1 გახადა.
მეორე ტაიმში “დინამოს” ბევრი მომენტი შეექმნა, თუმცა ათკაციან “ჩიხურას” გოლი ვეღარ გაუტანა.
საბოლოოდ, 2-1 და საჩხერლებმა თავიანთ არენაზე დაბრუნება უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვებით აღნიშნეს. ახლა მათ 20 ქულა აქვთ და, ჯერჯერობით, მეხუთე პოზიციაზე არიან. “დინამო” 31 ქულით პირველზეა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა
ფოტო: Fcdinamo.Ge