“ჩიხურამ” “კოლხეთი” დაამარცხა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის ორი შეხვედრა გაიმართა.
ერთ-ერთ მათგანში ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურამ” ფოთის “კოლხეთი” მიიღო. დაპირისპირება იმერლების უპიტრატესობით წარიმართა. ეს უპირატესობა მალე გოლში გამოვლინდა. მერვე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა “ჩიხურა” დააწინაურა. 21-ე წუთზე მსაჯმა მასპიძლების ბოსნიელი მეკარე, დინო ჰამზიჩი გააფრთხილა და მის კარში თერთმემეტრიანი დანიშნა. დავით ბოლქვაძემ პენალტი ვერ გამოიყენა და ანგარიშიც იგივე დარჩა. ზუსტად ათ წუთში საჩხერლებს მიეცათ შანსი, რომ ტერთმეტმეტრიანიდან გაეზარდათ ორამდე სხვაობა. ტატანაშვილმაც ვერ გამოიყენა ეს შანსი და დუბლიც ვერ შეასრულა, თუმცა დამატებაზე ზუსტი იყო ირაკლი ლექვთაძე: მან ფეხებს შორის გაუძვრინა სიკაჩის ბურთი.
მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გავიდა. 47-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა სამამდე გაზარდა სხვაობა. ხოლო, 65-ე წუთზე ლევან კაკულიამ ერთი ბურთი გაქვითა.
საბოლოოდ, 3-1.
ამ გამარჯვებით “ჩიხურა” 13 ქულით მესამე ადგილზეა. რაც შეეხება “კოხლეთს”, მას შვიდი ქულა აქვს და ბოლოს წინა ადგილზეა.