“ჩიხურამ” “ლოკომოტივს” სამბურთიანი სხვაობით თბილისში მოუგო!
დღეს უმაღლესი ლიგის მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა.
თეთრ ჯგუფში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს “ლოკომოტივი” და საჩხერის “ჩიხურა” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. გუნდები თავიდანვე ცდილობდნენ გატანას. ერთ-ერთი რეალური მომენტი 21-ე წუთზე შეიქმნა. “ჩიხურელთა” 22-ე ნომერი, ირაკლი ლექვთაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა, ბურთი ლობჟანიძეს მიუვიდა, რომელიც მეტოქემ მოიგერია; ბურთი გამოვარდა, სტუმრებმა კიდევ ერთი დარტყმა განაცახორციელეს, რომლის შედეგად გასროლილი ბურთი უკვე კარში წაქცეულ ლობჟანიძეს მოხვდა.
ამის შემდეგ მთელი სადავეები “ჩიხურამ” ჩაიგდო ხელთ. “ლოკომოტივი” შეტევას ვერ ახერხებდა. 29-ე წუთზე სტუმართა მარჯვენა მცველი, გრიგალაშვილი ფლანგზე გაიჭრა, შევიდა საჯარიმოში, გორგიაშვილს გამოზომილი, დაბალი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა და ანგარიში გახსნა.
ცოტა ხნის შემდეგ, უკვე მარცხენა მცველი, ლაშა ჩიკვაიძე გაიჭრა ფლანგზე და ისევ გორგიაშვილს გადასცა ბურთი, 39-ე ნომერმა დაახლოებით იმავე სტილში სცადა გატანა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.
34- წუთზე “ჩიხურას” ცენტრალურმა მცველმა, შოთა კაშიამ შორეული გადაცემა გაუკეთა ირაკლი ლეკვთაძეს, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა სიღრმისკენ და მარალი ბური გაუშვა კარისკენ, თუმცა მან მიზანს ძალიან ააცილა.
დრო მოვიდა “ლოკომოტივიც” გააქტიურებულიყო. თუმცა 1-2 შორეული და უზუსტო დარტყმის გარდა, გუნდი არაფრით გამორჩეულა პირველ ტაიმში.
მეორე ნახევარში “ლოკომოტივმა” დაიჭირა ბურთი, თუმცა მომენტი მაინც “ჩიხურამ” შექმნა. 51-ე წუთზე საჯარიმოში, კარისკენ ზურგით მყოფმა საჩხერელმა – ტატანაშვილმა მიიღო ბურთი, რომელიც გორგიაშვილს დაუგორა. ამ უკანასკნელმა დუბლის გაფორმება სცადა, თუმცა თევდორაძემ მისგან მარჯვენა კუთხეში დარტყმული ბურთი ადვილად დაიჭირა ხელში.
59-ე წუთზე ლობჟანიძემ გააკეთა დრიბლინგი და შეეცადა შრეული დარტყმით “ლოკომოტივის” კარის აღებას, თუმცა თევდორაძე ამ შემტხვევაშიც ზუსტი იყო.
ზუსტად 1 წუთში ლობჟანიძემ ბურთი გაათამაშა ჯარიმიდან, რეხვიაშვილმა თავით ჩააგდო საჯარიმოში ბურთი, თუმცა მეტოქემ უხეშად მოიგერია; ამის შემდეგ გორგიაშვილმა სცადა შორეულ ცხრიანში ბურთის გაშვება, თუმცა თევდორაძემ ბურთი მოიგერია.
64-ე წუთზე განუგორვემ საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით აიღო თბილსელთა კარი – 0:2.
სულ მალე ზარანდია შეიჭრა მარჯვენა ფლანგიდან, ერთი მეტოქე მოატყუა, თუმცა “ჩიხურას” დაცვის ბურჯმა, გორგი რეხვიაშვილმა ვარდნაში ბურთი კუთხურზე გადააგდო; ამ სტანდარტს არაფერი მოჰყოლია.
76-ე წუთზე “ლოკომოტივის” კაპიტანმა, ხიდეშელმა ბურთი ვაწაძეს დაუგროა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ახლოდან ჰამზიჩს გაუტანა და სხვაობა ერთამდე შეამცირა.
84-ე წუთზე ლობჟანიძე შეიჭრა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში, ჩააწოდა, ბურთი ცუდად მოიგერია კაპიტანმა – ხიდეშელმა, რასაც მეკარიდან მარჯვენა კუთხეში გასული გოლი მოჰყვა – 1-3.
სულ ცოტა ხანში გრიგალაშვილის წაქცევის გამო, “ლოკომოტივის” კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც საბა ლობჟანიძემ პანნეკას სტილში შეასრულა – 1-4.
საბოლოოდ, სწორედ ამ ანგარიშით მოიგეს იმერლებმა და ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნეს.
“ლოკომოტივი”: თევდორაძე, ფოფხაძე, გეთიაშვილი, კლიმიაშვილი, ჩაგელიშვილი, დიასამიძე (ვაწაძე), ხიდეშელი, ქიქავა, გაბაძე, ზარანდია, უბილავა (კიკაბიძე).
“ჩიხურა”: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, განუგრავა, ლობჟანიძე (დეკანოიძე), ტატანაშვილი, ლექვთაძე (კორიფაძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია, გორგიაშვილი (კაკუბავა), რეხვიაშვილი.