“ჩიხურამ” “მერანი” დაამარცხა
კვირას დაწყებული უმაღლესი ლიგის XVI ტურის უკანასკნელი მატჩი დღეს “მცხეთა პარკზე” გაიმართა, სადაც ერთმანეთს “ჩიხურა” და “მერანი” დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრა კვირას ქუთაისში უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო. გუნდებმა კიურთიერთშეთანხმების საფუძველზე მატჩის მცხეთაში გამართვა გადაწყვიტეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური გამარჯვებითაც დასრულდა. უკვე მეცხრე წუთზე ანგარიში უმაღლესლი ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა, დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა და თავისი მეთორმეტე გოლიც გაიტანა მიმდინარე გათამაშებაში.
79-ე წუთზე “დინამოდან” “ჩიხურაში” განათხოვრებულმა ჯაბა ჯიღაურმა მარტვილელებს მეორე გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“მერანი” აგრძელებს წარუმატებელ სერიას. მალხაზ ჟვანიას წასვლის შემდეგ გუნდი ვეღარ იგებს. “ჩიხურამ” კი ამ გამარჯვებით 33 ქულას მოუყარა თავი და მყარად დაფუძნდა ცხრილის მეორე საფეხურზე. ლიდერ “დინამო თბილისთან” ჩამორჩენა ექვს ქულას შეადგენს.
“ჩიხურა” 1-0 “მერანი”
გოლები: ტატანაშვილი 9′ , ჯაბა ჯიღაური 79′
XVI ტური
“ვიტ ჯორჯია” 0-0 “სიონი”
“ზუგდიდი” 0-3 “დინამო”
“დილა” 3-1 “ზესტაფონი”
“გურია” 2-0 “ტორპედო”
“სპარტაკი” 2-0 “მეტალურგი”