ჩიხურამ ტურნოვო დაამარცხა
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საჩხერის ჩიხურამ სტუმრად მაკედონიური “ტურნოვო” დაამარცხა.
სკოპიეში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე გაბედავას გადაცემით კუჭუხიძემ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ “ჩიხურას” 42-წუთზე ჩიკვაიძე გაუძევეს, თუმცა ქართულმა გუნდმა მაინც შესძლო გამაჯრვების მოპოვება.
განმეორებითი მატჩი 10 ივნისს, თბილისში, მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ტურნოვო 0-1 ჩიხურა
გოლი: კუჭუხიძე 31′
ტურნოვო: დიმოვსკი, ტაშევი, მუტაფჩისკი, მეცინკოვიკი, ილიევი (კოჩოსკი 62′), ნაიდენოვი (სტოილოვი 54′), ვარელოვსკი, პანდოვსკი, პანდევი, გეორგიევი, დოლაპჩიევი (ჩურლინოვი 54′)
მწვრთნელი: გოცე სედლოსკი
ჩიხურა: სომხიშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, ჭელიძე, ოდიკაძე, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, დეკანოიძე (კორიფაძე 79′), გაბედავა, კუჭუხიძე (მუმლაძე 86)
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე