“ჩიხურას” 5 ფეხბურთელი, რომლებიც ეროვნული ლიგის გუნდებს გააძლიერებენ
საჩხერის “ჩიხურას” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი სოსო ფრუიძის წასვლას დაემთხვა. გუნდი ეროვნული ლიგიდან პლეი-აუტიდან გავარდა. წყალტუბოს “სამგურალთან”, ორი მატჩის ჯამში, 0-3 მარცხის შემდეგ საჩხერლები რანგით მე-2 ლიგაში ითამაშებენ.
“ჩიხურამ” ელიგაში 18 მატჩიდან 13 ქულა დააგროვდა და მხოლოდ თბილისის “მერანს” გაასწრო. მიუხედავად წარუმატებელი სეზონისა, კლუბში იყო რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც სხვებზე უკეთ გამოიყურებოდნენ და მეტოქის ხიფათს უქმნიდნენ.
დაცვა “ჩიხურას” ერთ-ერთი მთავარი მინუსი იყო (40 გაშვებული გოლი), თუმცა მარცხენა მცველი ოთარ ჯავაშვილი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ჯავაშვილი აქტიური, სტაბილური და კრეატიული იყო მარცხენა ზონიდან, 4 გოლი საგოლე პასი შეასრულა და 18 მატჩიდან 17-ში მიიღო მონაწილეობა.
ნახევარდაცვაში თენგიზ წიქარიძის, კახა კახაბრიშვილსა და ლუკა კიკაბიძის გამორჩევა შეიძლება. სამივე მათგანს ტექნიკური თამაში ახასიათებს. კიკაბიძე გუნდის ბომბარდირი გახდა 4 გოლით. კახაბრიშვილმა 3 შეაგდო და სამივე ძალიან ლამაზი. წიქარიძემ 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.
თავდასხმის ხაზში გიორგი ბუხაიძეს ანგარიშზეა 3 ბურთია. ბუხაიძემ კარგად დაიწყო, თუმცა სათანადოდ ვეღარ გააგრძელა. მიუხედავად ამისა, საგოლე ალღო 29 წლის თავდამსხმელის მთავარი კოზირია.
ეს 5 ფეხბურთელი ეროვნული ლიგის ნებისმიერ გუნდს გააძლიერებდა.