“ჩიხურას” “ლოკომოტივთან” 4 ფეხბურთელი დააკლდება
ეროვნული ლიგის მე-7 ტური 19:00 საათზე საჩხერის “ჩიხურასა” და თბილისის “ლოკომოტივის” დაპირისპირებით გაიხსნება.
“ჩიხურას” 6 ტურის შემდეგ 1 მოგება, 4 ფრე და 1 წაგება აქვს. “ლოკომოტივს” 2 მოგება და 4 წაგება და გუნდები მე-7 და მე-8 პოზიციებზე არიან.
საჩხერლებს დღევანდელ მატჩში 4 ფეხბურთელი დააკლდებათ. გუნდს შოთა კაშია ვერ დაეხმარება, რომელმაც სახის ძლივს დაზიანება მიიღო, ოპერაცია გუშინ გაუკეთდა და 3 კვირაში ვარაუდობენ მის დაბრუნებას. ასევე, ცენტრალური მცველი დავით მაისაშვილი ცხვირის ძლივს დაზიანებით, ფანცულაიას და თეიმურაზ მარკოზაშვილის კი კუნთის პრობლემები აქვთ. სამაგიეროდ, “ლოკოსთან” თორნიკე მუმლაძე დაბრუნდება.
თბილისელებს, შესაძლოა, ზურიკო დავითაშვილი დააკლდეთ, ხოლო, გიორგი გოროზიას პირველი მატჩი ვიხილოთ ფინეთიდან წამოსვლის შემდეგ.
შეხვედრის ყურებას Eliga.ge-ზე შეძლებთ.