ჩილე კოპა ამერიკას პირველი ფინალისტია
კოპა ამერიკაზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. სანტიაგოში გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურნირის მასპინძლებმა პერუს მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლიეს.
აღსანიშნავია, რომ პერუელები უკვე მე-20 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, წითელი ბარათი ზამბრანომ მიიღო. ანგარიში კი 42-ე წუთზე, ვარგასმა გახსნა. შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე წონასწორობა მედელის ავტოგოლის შემდეგ აღდგა, თუმცა სულ რაღაც 4 წუთში ჩილელები კვალვ ვარგასის გოლით დაწინაურდნენ და შეხვედრის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
ჩილე 2-1 პერუ
გოლები: ვარგასი 42′ (1:0); მედელი 60′ (1:1); ვარასი 64′ (2:1)