ჩილეს კოპა ამერიკის ფინალში არგენტინა შეხვდება (ვიდეო)

თარიღი: ივლისი 1, 2015

2015 წლის კოპა ამერიკის მეორე ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და პარაგვაის ნაკრებებს შორის გაიმართა და “ალბისელესტეს” დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მე-15 წუთზე მარკოს როხომ გახსნა, 27-ე წუთზე ხავიერ პასტორემ არგენტინელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს “ალბისელესტეს” მცველების დაუდევრობით პარაგვაელებმა ისარგებლეს და ლუკას ბარიოსმა ერთი გოლი გაქვითა. “ალბიროხას” მატჩის გადარჩენის იმედი მიეცა, თუმცა მეორე ტაიმში არგენტინელებმა მეტოქეს, როგორც იტყვიან, ცივი შხაპი გადაასხეს: ანხელ დი მარიამ დუბლი გაიფორმა, თავისი ბურთი გაიტანა სერხიო აგუერომ, გოლით შეცვლაზე შემოსულმა გონსალო იგუაინმაც გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ ლეო მესიმ აქტივში სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

ამრიგად, არგენტინის ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა და კოპა ამერიკის ტიტულისთვის მასპინძელ ჩილეს დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა შაბათს, ჩვენი დროით ღამის 12:00 საათზე დაიწყება.

მესამე ადგილისთვის ერთმანეთს პერუსა და პარაგვაის ნაკრებები შეეცილებიან. აღნიშნული მატჩი 4 ივლისს, თბილისის დროით შუაღამის 03:30 საათზე დაიწყება.

 

კოპა ამერიკის ნახევარფინალი:
არგენტინა — პარაგვაი 6:1 (2:1)

გოლები: როხო 15′, პასტორე 27′, დი მარია 47′, 53′, აგუერო 80′, იგუაინი 83′ — ბარიოსი 43′.
გაფრთხილებები: როხო 12′, ბიგლია 13′ — კასერესი 13′, და სილვა 30′, ორტისი 59′.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ერთი კვირის წინ გვტ**ავდნენ” – კაშიასა და ხოჭოლავას საუბარი მატჩის წინ

16 სექტემბერს უეფას კონფერენს ლიგაზე ბრატისლავას “სლოვანმა” საკუთარ მოედანზე “კოპენჰაგენი” მიიღო და 1:3 დამარცხდა. ამ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქაუტაძემ ბელგიის თასის მატჩში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა (ვიდეო)

ბელგიის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში გიორგი მიქაუტაძეს “სერენმა” გასვლაზე “ლოკერენი” სამბურთიანი სხვაობით დაამარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქავთარაძემ “როტორისთვის” გაიტანა, მაგრამ ვერ გადაარჩინა (ვიდეო)

ბექა ქავთარაძის, ნიკა ყიფიანისა და ილია ბერიაშვილის “როტორი” “აკრონთან” 1-2 დამარცხდა. “აკრონი” 0-2-ს იგებდა, როცა...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს მეორე გოლი – კრიშტიანოს შესანიშნავი დაბრუნება (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Ronaldo 2004-2008 yılları arasında attığı deparı atıp 2.golünü atıyor ve biz İngiltere’de Manchester […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ამას დიდი ხანი ველოდი” – ლიონელ მესიმ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

10 სექტემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი შესარჩევ ეტაპზე არგენტინის ნაკრებმა ბუენოს აირესში ბოლივიას უმასპინძლა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს სუპერფანი, რომელიც პორტუგალიელს დილის 6 საათიდან ელოდებოდა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნების შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. გასაკვირი არ არის, რომ პორტუგალიელს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

19-წლამდე ნაკრების საოცარი ქამბექი ესტონეთთან (ვიდეო)

ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრებმა ესტონეთს მე-2  ამხანაგური მატჩიც მოუგო, თუმცა გაცილებით უფრო რთულად და სანახაობრივად. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

43 წლის ჯანლუიჯი ბუფონის რეაქცია “პარმას” მიერ ბოლო წამებში გატანილ გოლზე (ვიდ

29 აგვისტოს, იტალიის სერია B-ში “პარმამ” საკუთარ მოედანზე “ბენევენტო” მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. გამარჯვების […]...
წაკითხვა