ჩინელებმა “იუვენტუსთან” ენრნანეშის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს
სულ მალე ევროპულ გრანდში მოთამაშე კიდევ ერთი ფეხბურთელი გააგრძელებს კარიერას ჩინეთში.
Goal.Com-ი იტყობინება, რომ აზიურმა კლუბმა, “ჰებეი ფორჩენმა” შეთანხმებას მიაღწია “იუვენტუსთან” ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, ერნანეშის თაობაზე. 31 წლის ფეხბურთელში “ჰებეი” 8 მილიონ ევროს გადაიხდის. თუ ერნანეში წარმატებულად იასპარეზებს, მაშინ “იუვე” კიდევ 2 მილიონს მიიღებს ბონუსის სახით.
აქვე გეტყვით, რომ ნახსენებ კლუბში თამაშობენ ეზიკელ ლავეცი, სტეფანე მბია და ჟერვინიო.
რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, ის მანუელ პელეგრინია.