ჩინეთი ქვეყანას მესუთ იოზილისგან წმენდს, გერმანელი დაბლოკილია
ბოლო პერიოდში მესუთ იოზილის სახელი პოლიტიკასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე ფეხბურთთან. იოზილის მწვავე განცხადებამ შედეგი გამოიღო – ჩინეთმა “არსენალის” ფეხბურთელს ცივი ომი გამოუცხადა.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ოფიციალურმა ჩინეთმა “არსენალს” ნათლად განუმარტა, რომ ანტიპიარი კლუბისა და ფეხბურთელის მიმართ (მიუხედავად იმისა, რომ კლუბი უკვე დისტანცირდა იოზილის განცხადებისგან) გაგრძელდება მანამ, სანამ იოზილი საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს.
გარდა იმისა, რომ ჩინურმა ტელევიზიებმა სატელევიზიო ბაზიდან “არსენალისა” და “მანჩესტერ სიტის” მატჩი ამოიღეს, დახურეს ჩინეთში მდებარე მესუთ იოზილის ფანკლუბი, რომელშიც 30 000-ზე მეტი ფანი ერთიანდებოდა.
ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე უბრძანა ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა საძიებო სისტემას იოზილის სახელის ამოღება/დაბლოკვა.
შეგახსენებთ, რომ მესუთ იოზილმა საჯარო განცხადებით ჩინეთი ქვეყანაში მცხოვრები უიღურების (მუსულმანური უმცირესობის წარმომადგენლები) მიმართ დევნას ახორციელებს. “არსენალის” ნახევარმცველმა თურქეთს ამ ფაქტზე რეაგირება მოსთხოვა.