ჩინეთის საელჩომ მაიკლ დიქსონს უპასუხა

თარიღი: ნოემბერი 8, 2020

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა POSTV-ის ეთერში განაცხადა, რომ ჩინეთის საელჩო უსამართლოდ მოექცა და ორსული მეუღლის და შვილის ნახვის საშუალება არ მიეცა.

დიქსონს დღეს ჩინეთის საელჩო გამოეხმაურა.

“ახალი კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის ფონზე, საერთაშორისო მოგზაურობისას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისა და ეპიდემიის საერთაშორისო გავრცელების რისკის შესამცირებლად, ჩინეთის სახელმწიფომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსასვლელ სავიზო პოლიტიკაში კორექტივები შეიტანა, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა. ჩინური მხარის მიერ დაკორექტირებული სავიზო პოლიტიკა ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ერთნაირად ეხება.”

საელჩოს განცხადებით, დიქსონის ოჯახის წევრები ჩინეთში ამჟამად არ იმყოფებიან.

“ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ მას აქვს ვიზიტით გამგზავრებისთვის საჭირო მოწვევის წერილი, რაც სუბტიტრებში ოჯახის მონახულების მიზნით მოწვევის წერილად იყო მოხსენიებული.
ბ-ნ მაიკლ დიქსონის მიერ წარმოდგენილი მოწვევის წერილი გაცემულია ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქის მიერ, რომელიც გაცვლითი და კვლევითი მიზნებისათვის ვიზიტის განხორციელების საშალებას იძლევა. მის მიერ წარომდგენილი მოწვევის წერილი ოჯახის მონახულების მიზნით ვიზიტის საფუძველს არ წარმოადგენს და ამასთანავე, მისი ოჯახის წევრები ამჟამად ჩინეთში არ იმყოფებიან.”
ასევე, საელჩო პასუხობს მაიკლს უპატივცემულო მოპყრობის შესახებ.
“ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ საელჩოში პირველად მოსვლისას, დაცვის თანამშრომელმა მას საკონსულოში შესვლის უფლება არ მისცა.
ეპიდემიის პერიოდში, საელჩოში მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. საელჩოში პირველად მოსვლისას, ბ-ნ მაიკლ დიქსონს ვიზიტი წინასწარ შეთანხმებული არ ჰქონდა და თანაც, აღნიშნულ დღეს უცხოელთა მიღების საათები არ ყოფილა.”
“ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ ჩვენი საელჩოს თანამშრომელმა ქ-ნ გვანცა არაბულმა მისი სავიზო განაცხადის ფორმა მის თვალწინ დახია.
6 ნოემბერს, როცა ბ-ნ მაიკლ დიქსონი პასპორტის გასატანად საელჩოში მოვიდა, ქ-ნ გვანცა არაბულმა ადრე გაცემული პასპორტის გატანის ფორმა უკან დაიბრუნა და წესისამებრ მოიქცა. მას სავიზო განაცხადის ფორმა არ დაუხევია.”

“ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ ქ-ნ გვანცა არაბულმა დაცვას მისი საკონსულოდან გაყვანა სთხოვა.

იმის გამო, რომ შესაბამისი მომსახურების გაწევა შეუძლებელი იყო, ეპიდემიის პრევენციის მიზნით ჩვენი საელჩოს მოთხოვნაა, რომ მიღების დასრულების შემდეგ, აპლიკანტი დიდხანს არ გაჩერდეს საკონსულოში. შესაბამისად, ქ-ნ გვანცა არაბულმა ბ-ნ მაიკლ დიქსონს აცნობა, რომ შეეძლო საკონსულო დაეტოვებინა, დაცვამ კი მას კარი გაუღო. ბ-ნ მაიკლ დიქსონმა თავად დატოვა საკონსულო, დაცვას მასთან ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია და იგი არ გაუყვანია.”
ჩინეთის საელჩოს განცხადებით, ისინი მზად არიან ქართველ ხალხთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
“ჩინეთის საელჩო საქართველოში ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას მუდამ მხარს უჭერს. იმედი გვაქვს, ბ-ნ მაიკლ დიქსონი და მისი ოჯახის წევრები და ჩვენი ქართველი მეგობრები ჯანმრთელად და უსაფრთხოდ იქნებიან. ჩვენ მზად ვართ ქართველ ხალხთან სოლიდარობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთობლივი გამარჯვების მისაღწევად.”
televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

საოცარი კადრები – როგორი მიაგეს დიეგო მარადონას ხსოვნას პატივი მატჩის წინ (ვიდეო)

კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში არგენტინის ნაკრები ჩილეს უპირისპირდება. მატჩის დაწყების წინ, რიო დე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონფერენსლიგა – ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები

ხვალ, 15:00 საათზე კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრაა. კონფერენს ლიგაზე 3 ქართული გუნდი – […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მისი ღიმილის ნახვა სასიამოვნო იყო” – შმეიხელმა ერიქსენი მოინახულა

დანიის ნაკრების მეკარემ, კასპერ შმეიხელმა თანაგუნდელი კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოში მოინახულა. დანიელი მეკარე ამბობს, რომ მისთვის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანიელა სიმანი – სესკ ფაბრეგასის მეუღლე (ფოტო)

“მონაკოს” ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის მეუღლე დანიელა სიმანია. დანიელა ფაბრეგასზე 12 წლით უფროსია, თავად ფეხბურთელი კი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა – “დინამოს” ძლიერი მეტოქეები ერგო

ხვალ, 14:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. “დინამო თბილისი” პირველ ეტაპზე განთესილთა […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩხუბი “დილა” – “თელავის” მატჩის ბოლო წუთებში (ვიდეო)

ეროვნული ლიგის მე-17 ტურში გორის “დილამ” “თელავი” მიიღო და 1-1 დასრულდა. ანგარიში შეყილაძემ მე-17 წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დილა” – “თელავი” 100 წუთი გაგრძელდა, “ლოკომ” &#

ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მე-2 დღე წყალტუბოს “სამგურალისა” და ბათუმის “დინამოს” მატჩით გაიხსნა. მთელ საქართველოში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუმ სპონსორი კოკა-კოლის ბოთლები გვერდზე გადადო და წინ წყლის ბოთლი დაიდგა (ვიდეო)

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანო რონალდუ მთავარ მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშთან ერთად პრესკონფერენციაზე გამოცხადდა. პრესკონფერენცია საინტერესოდ დაი...
წაკითხვა
ფეხბურთი

საოცრება – პატრიკ შიკმა შოტლანდიას ცენტრიდან გაუტანა (ვიდეო)

შოტლანდია – ჩეხეთი პატრიკ შიკის გოლი (52′) იხილეთ ვიდეო O golaço que Patrick Schik marcoupic.twitter.com/AND0GcigZG […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფლორენტინო პერესი რამოსს ბოლო შანსს აძლევს

მადრიდის “რეალის” ლიდერის, სერხიო რამოსის, მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. სეზონის მიწურულს პრესაში აქტიურად იწერებოდნენ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “არგენტინის ნაკრები ჩემზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა”

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავმა, ლეო მესიმ, კოპა ამერიკაზე გასამართი პირველი მატჩის წინ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერიქსენი: “მე არ დავნებდები!”

იტალიურმა გაზეთმა Gazzetta dello Sport-მა კრისტიან ერიქსენის კომენტარი გაავრცელა. დანიის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემანუელ პეტიმ კილიან მბაპე საჯაროდ გააკრიტიკა

“არსენალისა” და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელ პეტიმ, “პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავ კილიან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ყველამ იცის, რა მოხდა” – მბაპე ჟირუსთან ინციდენტზე

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ოლივიე ჟირუსთან დაკავშირებულ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 8 ივნისს […]...
წაკითხვა