ჩიქოვანი და თევზაძე ჩემპიონობისთვის იბრძვიან
რუმინეთის ხელბურთის სუპერლიგაში დასრულდა პირველი ეტაპი და იწყება
ჩემპიონობისთვის ბრძოლა, რომელშიც ორივე ქართველი ხელბურთელის კლუბი
მონაწილეობს – ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა და შოთა თევზაძის ფოჩანი.
კონსტანცამ პირველი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.
მეორე ეტაპი ახლებურად იმართება. პლეიოფში გასული 8 გუნდი დაიყო ორ ჯგუფად:
ერთში მოხვდნენ 1, 3, 5 და 7 ადგილზე გასული გუნდები, მეორეში – ლუწ
ადგილებზე. კონსტანცა და ფოჩანი სხვადასხვა ჯგუფებში არიან. ეს ორი ოთხეული
მაისის დასაწყისამდე ორ წრედ ითამაშებს და ორ-ორი საუკეთესო გუნდი
ნახევარფინალში გავა. რეგულარული სეზონის შედეგები გაუთვალისწინებელი რომ
არ დარჩეს, პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მეორე ეტაპს იწყებენ
6-6 ქულით, მე 3-4 – 4-4 ქულით, მე-5-6 2-2 ქულით და მე-7-8 ადგილებზე
გასულები – უქულოდ. შესაბამისად, ჩიქოვანის გუნდი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია,
ხოლო ფოჩანის 0 ქულა აქვს, თუმცა, წინ კიდევ 10 თამაშია და ჩემპიონობისთვის
ბრძოლის გაგრძელების შანსებიც ყველას აქვს დარჩენილი.
ფოჩანიმ პლეიოფში გასვლა 23-ე ტურში გაინაღდა და ბოლო ორ თამაშში ფრედ,
28-28 ითამაშა ტიმიშოარასთან და დამარცხდა სუჩავასთან, 27-31. კონსტანცამ
პირველი ადგილი დაიბევა CSM ბუკურეშტისთან ფრედ დასრულებული შეხვედრით
(22-22) და შემდეგ მოუგო პოტაისა ტურდას, 36-24. ირაკლი ჩიქოვანმა ამ ორ
მატჩში 5 გოლი გაიტანა და სულ სეზონში 85 ბურთი დაუგროვდა.
კიდევ 16 გოლი საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა გაიტანა ევროტურნირების
მატჩებში – EHF თასზე, სადაც კონსტანცამ ორი წრე გაიარა, მაგრამ ვეღარ
დაძლია ჯგუფური ეტაპი. ბოლო ტურში გუნდი სტუმრად დამარცხდა პორტუსთან 27-30
და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, ჩიქოვანი კი ამ შეხვედრაში 6 გოლით
ყველაზე შედეგიანი იყო.
რუმინეთის ჩემპიონატის მეორე ეტაპი ამ უქმეებზე იწყება.
ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. პირველი ეტაპი. 26/26 ტურის შემდეგ.
1. კონსტანცა 64 ქულა – 2. დინამო ბუკურეშტი 57 – 3. CSM ბუკურეშტი 57 – 4.
პოტაისა ტურდა 52 -5. კელერაში 51 – 6. სტიაუა 51– 7. ტიმიშოარა 50 – 8.
ფოჩანი 38 — 9. ბაია მარე 30 – 10. სუჩავა 23 – 11. ფეგერაში 23 – 12.
ბუზაუ 19 – 12. ბაკეუ 15 – 14. კლუჟი 0
მეორე ეტაპი
A ჯგუფი: კონსტანცა 6 ქულა, CSM ბუკურეშტი 4, კელერაში 2, ტიმიშოარა 0
B ჯგუფი: დინამო 6 ქულა, პოტაისა ტურდა 4, სტიაუა 2, ფოჩანი 0
—
EHF თასი. ჯგუფური ეტაპი
C ჯგუფი: პორტუ (პორ) 12, ჰოლსტებრო (დან) 6, კონსტანცა (რუმ) 4, კუენკა
(ესპ) 2
30 მარ: პორტუ-კონსტანცა 30-27, ჰოლსტებრო – კუენკა 34-22
A ჯგუფი: ფუხსე ბერლინი (გერ) 10, სენ-რაფაელი (საფ) 8, ლოგრონიო (ესპ) 4,
ბალატონფურედი (უნგ) 2
B ჯგუფი: ტატაბანია (უნგ) 9, ჰანოვერი (გერ) 7, ნექსე (ხორ) 6, რაბოტნიკი
(მკდ) 2
D ჯგუფი: კილი (გერ) 12, GOG (დან) 6, გრანოლერსი (ესპ) 5, აზოტი-პულავი
(პოლ) 1
კილი გავიდა ფინალურ ოთხეულში, რომელსაც საკუთრ მოედანზე ჩაატარებს.
მეოთხედფინალში გავიდნენ დანარჩენი 3 ჯგუფის გამარჯვებული და 3 საუკეთესო
მეორეადგილოსანი