ჩირო იმობილე: “ლაციო” ამაზე გაჩერებას არ აპირებს”
“ჯენოასთან” მოგებული მატჩის შემდეგ, სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფი “ლაციოს” ლიდერი, ჩირო იმობილე (6 გოლი ოთხ მატჩში) პრესასთან საუბრობს.
“ჩვენთვის მთავარი შედეგია. “ჯენოამ” სეზონი ცუდად დაიწყო, აქიდან გამომდინარე ამ მატჩს ძალიან მოტივირებულები და მონდომებულები შეხვდნენ. ცუდია, ორი გოლი რომ გავუშვით. ვეცდებით ხარვეზები აღმოვაჩინოთ და უახლოეს პერიოდში აღმოვფრხვათ ისინი.
სეზონი ასე კარგად ჯერ არასდროს არ დამიწყია. გასულ წელს ძალიან ბევრს ვმუშაობდი, უფრო ძლიერი რომ შევხვედროდი ახალ გამოწვევებს.
როდესაც გუნდში მოვედი, ვთქვი, რომ გოლებზე უფრო მნიშვნელოვანი მოედანზე მაქსიმუმის გაკეთება და დაუღალავი შრომაა. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შეკრული გუნდი გვყავს და ჩვენი შრომის ნაყოფს ნელ-ნელა ვიღებთ. “ლაციო” ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს,” – აცხადებს იმობილე.