ჩისკო და ანდერ ერერა, შესაძლოა, დააპატიმრონ
ესპანეთის პროკურატურამ 2011 წელს “ლევანტესა” და “სარაგოსას” შორის გამართული მატჩი თავიდან გამოიძია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, საქმე დიდ სკანდალთან გვქონდეს. პროკურატურა სასამართლოს რეკომენდაციას უწევს, რომ შეხვედრაში მონაწილე გუნდების ყველა ფეხბურთელი ციხეში 2-2 წლით ჩასვან და მათ ექვსი წლის განმავლობაში საფეხბურთო სფეროში საქმიანობა აეკრძალოთ.
ლა ლიგის 2010-11 წლების სეზონის ბოლო ტურში “ლევანტემ” საკუთარ მოედანზე “სარაგოსა” მიიღო. “სარაგოსა”, მოგების შემთხვევაში, სეგუნდა დივიზიონში დაქვეითებას გადაურჩებოდა და ორივე გუნდი ლა ლიგაში გააგრძელებდა ასპარეზობას.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი, ჩისკო მუნიოსიც იღებდა, რომელიც მაშინ “ლევანტეს” ძირითად შემადგენლობაში იყო. მასთან ერთად, შესაძლოა, სასჯელი ანდერ ერერასა და გაბისაც დაეკისროს.
შეგახსენებთ, რომ ესპანური კანონების თანახმად, თუ სასწელი ორი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, შესაძლებელია, ბრალდებულმა ციხეში წასვლის სანაცვლოდ თანხა გადაიხადოს.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა