ჩისკო ეფექტი – “დინამომ” “დინამო ბათუმი” საოცარი გოლებით დაამარცხა
ეროვნული ლიგა ორი “დინამოს” შეხვედრით განახლდა და “დინამო თბილისმა” “დინამო ბათუმი” 1-3 დაამარცხა. საოცარი გატანილი გოლების ავტორები გაბედავა, ქარდავა და ზარია არიან.
ბათუმელებს ჰქონდათ მომენტები, 2 პენალტიდან მხოლოდ 1 გამოიყენეს და საპასუხოდ 3 ბურთი მიიღეს. განსაკუთრებით გამორჩეული გაბედავა და ზარია იყვნენ. ზარიას კახა ჩხეტიანი საერთოდ არ ენდობოდა და 2 კვირის წინ დაბრუნებულმა ჩისკომ ენდო და გიორგიმაც გაუმართლა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ქარდავამაც საუცხოოდ გაისროლა, ხოლო, თვითონ ზარიამ 52-ე წუთზე მშვენივრად ჩამოიღო და შეასრულა.
ჯიღაურს 64-ე წუთზე პენალტი კვასხვაძემ აუღო, როინი 89-ზეც შეეცადა იგივეს, მაგრამ თევდორაძემ გაუტანა. 73-ე წუთზე შედგა ლაშა შერგელაშვილის დებიუტი, რომელმაც ტეიდი შეცვალა.
თბილისში ჩისკო დაბრუნდა, ბათუმიდან ჯოვინო წავიდა. თბილისელებს 22 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე გადავიდნენ, ბათუმელები მე-2 პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ.
კორონავირუსის შემთხვევების გაზრდის გამო შეხვედრას მაყურებელი ვერ დაესწრო და საერთოდ, მატჩი ბათუმის ნაცვლად ქუთაისში გაიმართა.
Giorgi Gabedava great goal vs Dinamo Batumi#ErovnuliLiga pic.twitter.com/jkn524Mhqe
— Dito Tchitchinadze (@DitoTch) September 12, 2020
ქარდავას გოლი
Bakar Kardava brilliant goal vs Dinamo Batumi pic.twitter.com/JsPiGnE0nP
— Dito Tchitchinadze (@DitoTch) September 12, 2020
დინამო ბათუმი 1-3 დინამო თბილისი
გოლები: თევდორაძე 89 (პ) – გაბედავა 39, ქარდავა 45, ზარია 52
დინამო ბთ: ალავიძე – მამუჩაშვილი, კობახიძე, გაგოშიძე, ჩალაძე – მანჯგალაძე, ტეიდი (შერგელაშვილი 73), ჯიღაური – ვაგნერი (თევდორაძე 81), რეინალდო – ნიქაბაძე (გაფრინდაშვილი 53)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
დინამო თბ: კვასხვაძე – იაშვილი, კობოური, ბენიო, ქიმაძე – ქარდავა (კუცია 82), პაპავა – ორშულა, ზარია (კუხიანიძე 59), ქავთარაძე – გაბედავა (კაპანაძე 68)
მთავარი მწვრთნელი: ჩისკო
64-ე წუთზე ჯიღაურმა პენალტი ვერ გამოიყენა.