ჩისკო გულშემატკივრებს: “ხვალ ყველას დახმარება გვჭირდება”
თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ჩისკომ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, “გაბალასთან” გასამართ განმეორებით მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“ხვალ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია. რთული თამაში გველის. კონცენტრირებულები უნდა ვიყო. ჩემ ფეხბურთელებში დარწმუნებული ვარ. ტაქტიკურად ბევრი ცვლილება არ გვექნება. “გაბალას” კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ყველა მატჩი ერთმანეთისგანა განსხვავდება. მნიშვნელოვანია, რომ პირველი წუთებიდანვე კონცენტრირებულები ვიყოთ.
თუ “გაბალას” ბარიერს გადავლახავთ, მჭიდრო კალენდარი გვექნება, რაც რთულია. ახლა ჩვენი გეგმები “გაბალასთან” მატჩს უკავშირდება. ეს ფეხბურთია, დღეს ხვალინდელ მეტოქეზე ვფიქრობთ, ამის შემდეგ კი “ლოკომოტივთან” შეხვედრაზე ვიფიქრებთ.
მეჯუბის წინა თამაშში განაცხადში არშეყვანა ჩემი გადაწყვეტილება იყო, ხვალინდელ მატჩში კი ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება.
ხვალ ყველას დახმარება გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რთული თამაში გველის და ყველა გულშემატკივარი, ვინც სტადიონზე მოვა, უფრო გაგვაძლიერებს, ამიტომ ყველას ვთხოვ, გვერდში დაგვიდგეს.
დარწმუნებული ვარ, ლევან შენგელიას დიდ კლუბში თამაში შეუძლია, რადგან ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუმცა, ახლა ის ჩვენი გუნდის წევრია და მომავალი შეხვედრებისათვის 100 პროცენტით კონცენტრირებულია”, – განაცხადა ჩისკომ.
ფოტო: fcdinamo.ge