ჩისკო ინგლისის ჩემპიონშიპის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა
ჩისკო მუნიოსი ინგლისისის ჩემპიონშიპის მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. თბილისის “დინამოს” ყოფილ მწვრთნელს ჯილდო დღეს გადასცეს.
“ძალიან გახარებული ვარ. ეს ყველა იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც “უოტფორდისათვის” შრომობს. აქ ჩემთან ერთად ბევრი პროფესიონალია. მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს. გამიმართლა, რომ მათთან მუშაობა მიწევს”, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ჩისკოს ხელმძღვანელობით, “უოტფორდმა” მარტში ხუთი მატჩი გამართა და ხუთივე მოიგო. მისმა გუნდმა 12 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ ორი მიიღო. “უოტფორდი” ჩემპიონშიპში მეორე ადგილს იკავებს და პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა.