ჩისკო მუნიოსი: “პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა ჩვენი მაქსიმუმი არ იყო”

თარიღი: ივლისი 22, 2019

თბილისის დინამომ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი უპრობლემოდ დაძლია. დედაქალაქურმა გუნდმა ანდორულ ერგონდანს ორი მატჩის ჯამში 7 გოლი გაუტანა.

გათამაშების მეორე ეტაპზე დინამოს მეტოქე აზერბაიჯანული გაბალაა, რომელთანაც პირველი შეხვედრა  გასვლაზე 25 ივლისს გაიმართება. განვლილ ეტაპსა და მოახლოებულ მატჩებზე თბილისის დინამოს ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელის ასისტენტმა –  ჩისკო მუნიოსმა ისაუბრა.

ჩისკოს აქტიური თბილისური კარიერის დროს, დინამო ევროპის ლიგის პლეი-ოფამდე მივიდა, სადაც მაშინ დუშან უჰრინ უმცროსის გუნდი ტოტენჰემ ჰოთსპურთან დამარცხდა. მიმდინარე კამპანიაზე კი უკვე სამწვრთნელო შტაბის წევრი ესპანელი დეტალურად საუბრობს.

როგორ შეაფასებთ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს?

კარგად მოვემზადეთ ევროპის ლიგის  პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. მაღალ დონეზე ჩავატარეთ საშინაო შეხვედრა.  ისეთი ანგარიშით მოვიგეთ, რომ მშვიდად შეგვეძლო გასვლითი მატჩისთვის გვეფიქრა.

ბედნიერები ვართ ამ ეტაპზე მიღწეული შედეგით.  ჩვენს მომდევნო მეტოქესთან აშკარად მეტი მომზადება და ძალების დახარჯვა მოგვიწევს. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა ჩვენი მაქსიმუმი არ იყო.

19 მაისს გამართა გაბალამ ბოლო ოფიციალური მატჩი – აქედან გამომდინარე, რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი სამწვრთნელო შტაბისთვის მეტოქის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია?

ამ მიმართულებით ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა სიღრმისეულად იმუშავა. ჩვენ გავარჩიეთ ვიდეოებიც, ფეხბურთელებიც. ერთადერთი პრობლემა არის აზერბაიჯანული კლუბის ის მოთამაშეები, რომლებიც ბოლო პერიოდში დაიმატეს. ვფიქრობ ამ პრობლემასაც გადავწყვიტავთ და დღევანდელ ვარჯიშზე ფეხბურთელებს ინდივიდუალურადაც ვაჩვენებთ მათ პოზიციაზე მოთამაშე ოპონენტების ასპარეზობას.

თქვენ გაბალასთან შანსები 50/50 შეაფასეთ, ასე მოიქცეოდით სხვა ნებისმიერი გუნდის შემთხვევაში თუ რეალურად ხედავთ ამ თანაფარდობას?

რეალურად ასე ვაფასებ შანსებს. უფრო ძლიერი ან სუსტი მეტოქის შემთხვევაში ასე ნამდვილად არ ვიტყოდი. გაბალას შესახებ მოპოვებული ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე ვამბობ ამას. დარწმუნებული ვარ ძალიან რთული თამაში გვექნება, თუმცა მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების.

ამ თავდაჯერებას მიძლიერებს ბოლო პერიოდში დინამოს თამაშის ხარისხი და შედეგი. გუნდი ძალიან კარგ კონდიციაშია, როგორც მენტალურად ასევე ფიზიკურად.  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპასუხო შეხვედრაში დინამო არენაზე ბევრი გულშემატკივარი მოვიდეს და მხარი დაგვიჭირონ იმის მიუხედავად თუ რა ანგარიში დაფიქსირდება გაბალაში.

მიიჩნევთ თუ არა თქვენს უპირატესობად იმას, რომ გაბალას აქვს უთამაშებლობის პრობლემა, თუ არ ჩავთვლით შეკრებაზე გამართულ რამდენიმე მატჩს?

არ ვფიქრობ, რომ ამ კომპონენტში უპირატესობა გვაქვს. გაბალამ ძალიან  გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა. აქ საუბარია ევროთასებზე და ბუნდებრივია, რომ ყველა მოთამაშე მაქსიმუმს გაიღებს მოედანზე. ზოგადად ვფიქრობ არ არის მნიშვნელოვანი როგორ ითამაშებს მეტოქე, მთავარია როგორ  გამოვალთ მის წინააღმდეგ.

უკანასკნელ შეხვედრებში დინამომ თვალშისაცემი ტრასფორმაცია განიცადა და ზედიზედ ევროთასებიანად 9 თამაშის მოგება შეძლოა. ხედავთ თუ არა ამ პროგრესის გაგრძელების რესურსს გუნდში?

გუნდში ჩემი მოსვლის პერიოდში დინამოს მთავარი პრობლემა უბურთოდ თამაში იყო. საკმაოდ დიდი დრო მოვანდომეთ ამ მიმართულებით მდგომარეობის გამოსწორებას. დღეს  მოცემულობა აბსოლუტურად შეცვლილია და სწორედ ეს მაძლევს იმედს, რომ აღნიშნული პროგრესი გაგრძელდება.

დინამოში ბევრი საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს და ასეთ შემთხვევაში ტაქტიკური და თეორიული მონახაზის გადატანა მოედანზე უფრო ადვილია და პროცესიც სასიამოვნო ხდება. ამ ყველაფერი მიუხედავად უნდა ვთქვა ის, რომ ეროვნული ლიგის დასკვნითი ნაწილი იქნება ძალიან რთული და სწორედ ამ დროს ექნება თითოეულ ფეხბურთელს დასამტკიცებელი რეალური სიძლიერე.

რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მოვიდა დინამოში, როგორ  შეფასებთ ახალწვეულებს? აღნიშნული ტრანსფერები ემსახურება ლოკალური, ამ შემთხევაში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის, ამოცანის გადაჭრას, თუ გათვლილია გრძელვადიან მიზნებზე?

ქიმაძეს და ქავთარაძეს რაც შეეხებათ, მათ ის პლუსი ჰქონდათ რომ საქართველოს ჩემპიონატში თამაშობნენ და კარგად იცნობენ ამ საფეხბურთო გარემოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იციან იმ მაისურის ფასი, რომელიც ახლა აცვიათ.

დანარჩენ ახალწვეულებს ვფიქრო სჭირდებათ დრო იმისთვის, რომ ჩაჯდნენ გუნდის სტრუქტურაში. ჩვენ მათი გვჯერა. ველოდებით ზუსტად იმ მომენტს, როდესაც დაგვჭირდება მივიღოთ მათგან მაქსიმუმი და გუნდს შეეშველონ დასახული მიზნების განხორციელებაში. ჩვენი მიზანი კი ეროვნული ლიგის მოგება და ევროპა ლიგაზე მაქსიმალურად შორს გასვლაა.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა