ჩისკო თბილისში ჩამოვიდა
ესპანელი ჩისკო მუნიოსი თბილისში ჩამოვიდა და ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მართავს.
“დინამო” ჩისკოს მთავარ მწვრთნელად ორშაბათს წარადგენს. მის სამწვრთნელო შტაბში აღარ იქნება ფელის ვისენტე, რომელიც ფორმალურად ასრულებდა თავკაცის ფუნქციებს ჩისკოს ლიცენზიის არჰქონის გამო.
ესპანელს ლიცენზია კვლავ არ აქვს და სეზონის ბოლომდე ოფიციალურად ასისტენტის პოზიციით იქნება წარმოდგენილი.
რომან ფიფიას განცხადებით, ჩისკო სეზონის ბოლომდე აუცილებლად შეძლებს ლიცენზიის აღებას.
მასთან ერთად გასული საჩემპიონო სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ვიქტორ მონხილიც ბრუნდება.