ჩისკო “უოტფორდიდან” დათხოვნაზე: “მოულოდნელი იყო”
“უოტფორდის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნიდან ათი თვის შემდეგ ჩისკო მუნიოსი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. “დინამოს” ყოფილმა მწვრთნელმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“მშვენიერი თავგადასავალი იყო, რომელიც მოულოდნელად და ისე დასრულდა, როგორც არ ვისურვებდი. მადლობელი ვარ და მხოლოდ კარგი რაღაცები დამამახსოვრდება.
ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან სამწუხარო დღეა, რადგან დასრულდა იმ კლუბში და ქალაქში ყოფნის პერიოდი, სადაც თავს ისე ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში.
ისღა დამრჩენია მადლიერება გამოვთქვა კლუბის მიმართ, რომელმაც ამ გასაოცარ ქვეყანაში პირველი თავგადასავლის დაწყების შესაძლებლობა მომცა,” – აცხადებს ჩისკო მუნიოსი.
ამ დროისთვის “უოტფორდი” პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებს. ჩისკო პირველი დათხოვნილი მწვრთნელია პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში.
ჩისკოს ადგილს, დიდი ალბათობით, კლაუდიო რანიერი დაიკავებს.