“ჩისკოს დედა არ ვატირე?!” – რას ამბობდნენ ჩისკოს შესახებ “კლაკსვიკთან” მარცხის შემდეგ?
თბილისის “დინამოდან” ორჯერ წასულმა ჩისკო მუნიოსმა “უოტფორდი” ჩემპიონშიპიდან პრემიერ ლიგაში გადაიყვანა და გუნდში მისვლიდან “უოტფორდს” ჩემპიონატში ყველაზე მეტი ქულა ააღებინა. ფარერულ “კლაკსვიკთან” 6-1 წაგების შემდგომ ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტებმა და გულშემატკივრებმა ჩისკოს პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია დაუწუნეს.
ლევან სალუქვაძე: “რა ჩისკო, რის ჩისკო? – რიგითი ესპანელი ფეხბურთელია, თავიანთ ქვეყანაში არ აფასებენ და ჩვენთან გახდა ლეგენდა. რანაირადაა ჩისკო დინამოს ლეგენდა? ისიც ლეგენდაა და ჩივაძეც, გუცაევიც და სხვებიც? აგერ, ჩისკო დონის ფეხბურთელი მაგალითად გრანადაში 5-6 თამაშობს, თუ უკეთესები არა, პიროვნულად მას არაფერს ვერჩი. პირიქით, დადებითი ადამიანია”.
აჩი არველაძე: “რა არის დინამოს მთავარი პრობლემა? – სანამ დინამოს არ აყოლება კარგი და კვალიფიციური მწვრთნელი, სულ ასე იქნება. რეალურად, ამ მარცხში მთავარი დამნაშავეები მწვრთნელი და ფეხბურთელები არიან. ჩისკომ ჯერ მწვრთნელობა უნდა ისწავლოს, შემდეგ ქართველი ფეხბურთელები შეისწავლოს და მერე მივიდეს კლუბში. ჩემი აზრით, მათ უნდა დანიშნონ მწვრთნელი, რომელსაც ექნება მენეჯერული ნიჭი. ნდობა ხელმძღვანელობისგან და ყველაფერს თავის თავზე აიღებს. სად არის ჩისკო? – იმ მატჩის შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილა და არაფერი უთქვამს.”
მერაბ ჟორდანია: – გადაცემას ვუყურებდი… იმ კაცის არც სახელი ვიცი და არც გვარი (დინამოს გენერალური დირექტორი ზაზა დოლიძე იგულისხმა – ავტ.). უტიფრად ზის და აცხადებს – ჩისკოს სამი წელი კიდევ ნდობას ვუცხადებდთო. ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! და შენ ვინ ხარ, რომ ნდობას უცხადებ?! თავად მას ვინ უცხადებ ნდობას?! სხვა გადაცემაში თქვა, ჩისკო ლეგენდააო, გუცაევიც ლეგენდაა და ჩისკოც?!
ჩისკოს მიმართ გულშემატკივრებიც თავიდან გულისწყრომით იყვნენ გაწყობილნი, თუმცა დიდწილად რომან ფიფიას ბრალეულობას ხედავდნენ.
“დინამოში” ულიცენზიო ჩისკომ “უოტფორდი” პრემიერ ლიგაში გადაიყვანა…