“ჩისკოს დედა არ ვატირე?!” – რას ამბობდნენ ჩისკოს შესახებ “კლაკსვიკთან” მარცხის შემდეგ?

თარიღი: აპრილი 24, 2021

თბილისის “დინამოდან” ორჯერ წასულმა ჩისკო მუნიოსმა “უოტფორდი” ჩემპიონშიპიდან პრემიერ ლიგაში გადაიყვანა და გუნდში მისვლიდან “უოტფორდს” ჩემპიონატში ყველაზე მეტი ქულა ააღებინა. ფარერულ “კლაკსვიკთან” 6-1 წაგების შემდგომ ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტებმა და გულშემატკივრებმა ჩისკოს პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია დაუწუნეს.

ლევან სალუქვაძე: “რა ჩისკო, რის ჩისკო? – რიგითი ესპანელი ფეხბურთელია, თავიანთ ქვეყანაში არ აფასებენ და ჩვენთან გახდა ლეგენდა. რანაირადაა ჩისკო დინამოს ლეგენდა? ისიც ლეგენდაა და ჩივაძეც, გუცაევიც და სხვებიც? აგერ, ჩისკო დონის ფეხბურთელი მაგალითად გრანადაში 5-6 თამაშობს, თუ უკეთესები არა, პიროვნულად მას არაფერს ვერჩი. პირიქით, დადებითი ადამიანია”.

აჩი არველაძე: “რა არის დინამოს მთავარი პრობლემა? – სანამ დინამოს არ აყოლება კარგი და კვალიფიციური მწვრთნელი, სულ ასე იქნება. რეალურად, ამ მარცხში მთავარი დამნაშავეები მწვრთნელი და ფეხბურთელები არიან. ჩისკომ ჯერ მწვრთნელობა უნდა ისწავლოს, შემდეგ ქართველი ფეხბურთელები შეისწავლოს და მერე მივიდეს კლუბში. ჩემი აზრით, მათ უნდა დანიშნონ მწვრთნელი, რომელსაც ექნება მენეჯერული ნიჭი. ნდობა ხელმძღვანელობისგან და ყველაფერს თავის თავზე აიღებს. სად არის ჩისკო? – იმ მატჩის შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილა და არაფერი უთქვამს.”

მერაბ ჟორდანია: – გადაცემას ვუყურებდი… იმ კაცის არც სახელი ვიცი და არც გვარი (დინამოს გენერალური დირექტორი ზაზა დოლიძე იგულისხმა – ავტ.). უტიფრად ზის და აცხადებს – ჩისკოს სამი წელი კიდევ ნდობას ვუცხადებდთო. ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! და შენ ვინ ხარ, რომ ნდობას უცხადებ?! თავად მას ვინ უცხადებ ნდობას?! სხვა გადაცემაში თქვა, ჩისკო ლეგენდააო, გუცაევიც ლეგენდაა და ჩისკოც?!

ჩისკოს მიმართ გულშემატკივრებიც თავიდან გულისწყრომით იყვნენ გაწყობილნი, თუმცა დიდწილად რომან ფიფიას ბრალეულობას ხედავდნენ.

“დინამოში” ულიცენზიო ჩისკომ “უოტფორდი” პრემიერ ლიგაში გადაიყვანა…

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლა ლიგის პრეზიდენტს “ელ კლასიკოს” აშშ-ში ჩატარება სურს

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის მატჩის ამერიკის შეერთებულ შტატებში [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფიორენტინას” პრეზიდენტმა ჟურნალისტებს კლუბის ყიდვა შესთავაზა

“ფიორენტინას” პრეზიდენტმა, როკო კომისომ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას კრიტიკას ირონიულად უპასუხა და მედიის წარმომადგენლებს კლუბის შესყიდვა შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერან ტორესმა “ნიუკასლს” საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო FERRAN TORRES WITH THE PUSKAS CONTENDER 🤯 pic.twitter.com/qjbPzdLojH — mx 🇵🇸 (@MessiMX10i) May […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიბალამ ახალი, მდიდრული ავტომობილი შეიძინა (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელმა, პაულო დიბალამ სოციალურ ქსელ Instagram-ში ლამბორგინის ახალი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. იტალიურ მედიაში გავრც...
წაკითხვა
ბლოგი

ადრიანოს ისტორია (II ნაწილი)

ბრაზილიის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ყოფილმა თავდამსხმელმა ადრიანომ ერთსაათიანი ვიდეომონოლოგი ჩაწერა, რომელშიც განვლილი ცხოვრებისა და ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიერი: “რონალდუ “იუვენტუსს” დატოვებს და მის გზას ბევრი გაყვება”

“ინტერთან” გასამართი მატჩის წინ ანდრეა პირლოს “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენის სერიოზული საშიშროების წინაშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოტლანდიაში საუკეთესო ჯერარდია

გლაზგოს “რეინჯერსის” თავკაც სტივენ ჯერარდს შოტლანდიის სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გადაეცა. 40 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდის რეაქცია, როცა დაჰუდი თასს ნაადრევად შეეხო (ვიდეო)

13 მაისს, გერმანიის თასის ფინალში ერთმანეთს “ლაიფციგი” და დორტმუნდის “ბორუსია” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დორტმუნდელთა გამარჯვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავი” გიორგი მიქაძემ ჩაიბარა

საფეხბურთო გუნდ “თელავს” 41 წლის სპეციალისტი, გიორგი მიქაძე გაწვრთნის. “გიორგი მიქაძე 1980 წლის 21 მარტს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარტინ გარიქსმა ევროპის ჩემპიონატის ჰიმნი წარადგინა (ვიდეო)

ნიდერლანდელმა დიჯეიმ, მარტინ გარიქსმა, Bono & The Edge-თან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ევროპის ჩემპიონატის ჰიმნი წარადგინა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუმენიგე: “ვინ ყიდის ფეხბურთელს, რომელსაც წელიწადში 60 გოლი გააქვს?”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით გააკეთა კომენტა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპმა მანეს საქციელზე კომენტარი გააკეთა

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე...
წაკითხვა
ფეხბურთი

სადიო მანემ იურგენ კლოპს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

13 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპული” სტუმრად “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა და 4:2 გაიმარჯვა. მატჩის დასრულების ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო

თბილისის “დინამოს” ახალწვეულმა, ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო და გაურკვეველი დროით იუქმებს. ჯანომ 8 მაისს სადებიუტო […]...
წაკითხვა