ჩივაძე: “თუ ხვალ გავიმარჯვებთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს შევინარჩუნებთ”

თარიღი: ნოემბერი 16, 2015

ხვალ, 14:00 საათზე, გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
დღეს, შვედებმა „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრებმა კი, მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართა.
ნაშუადღევს კი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ალექსანდრე ჩივაძე ჟურნალისტებს შეხვდა.
ალექსანდრე ჩივაძე: „ესპანეთთან თამაში ყველამ ნახეთ ალბათ და ამაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ. გვიან შევიკრიბეთ, ბოლო მომენტამდე ვერ ვასახელებდი შემადგენლობას, რადგან შესაძლებელი იყო ვინმე ტრავმის გამო გამოგვკლებოდა. გიორგი აბურჯანია ვერ თამაშობდა ყვითელი ბარათების გამო; სავიზო პრობლემების გამო ვერ ჩამოვიდა ლევან შენგელია… ტრავმების გამო ვერ გამოვიძახეთ გიორგი თევზაძე და მათე კვირკვია. ოთარ კაკაბაძე და მათე ცინცაძე, როგორც იცით, ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ასე რომ, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები საკმაოდ გვაკლდა.
მართალია, ახალგაზრდული ნაკრების პრიორიტეტი ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელების მიწოდებაა, თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ შემთხვევაში, ცინცაძე და კაკაბაძე ახალგაზრდულ ნაკრებს უფრო გამოადგებოდნენ.
ესპანეთთან ასეთი მარცხი ჩვენმა ინდივიდუალურმა შეცდომებმა გამოიწვია… მათი გუნდი უძლიერესი ინდივიდუალისტებითაა დაკომპლექტებული. რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, ეს ძალიან ორგანიზებული გუნდია.
თუ ხვალინდელ მატჩში ჩვენ გავიმარჯვებთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს შევინარჩუნებთ.“

საქართველოსა და შვედეთის 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი ხვალ 14:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“მილანი” მიქაუტაძეში 10 მილიონს იხდის – საქმეში პირადად პაოლო მალდინია

იტალიური ვებ-გვერდის, FootMercato-ს ინფორმაციით, “მილანი” საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მეცის” თავდამსხმელით, ჟორჟ მიქაუტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტი მახეში გაება – რა უნდა გაითვალისწინოს ხვიჩამ?

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტის 5 შესაძლო შემცვლელს ესაუბრა. მათ შორის, ლუის ენრიკე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ჩაკვეტაძის თავს და აგენტების უდიდესი შეცდომა?

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძეს ნებისმიერ მსურველს, რომელსაც მისი დამატება მოუნდება, 10 მილიონის გადახდა მოუწევს. გამომდინარე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას მხარდაჭერა მამარდას – “ამ ბიჭს ჩემზე უკეთ ბევრი არ იცნობს და ვიცი, რა შ

ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი მამარდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. “მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით 150 ათას ევროს მისცემს

“ნაპოლის” პრეზიდენტმა არეულიო დე ლაურენტისმა გადაწყვიტა ფეხბურთელებს საჩემპიონო ბონუსი ჩაურიცხოს. საერთო ჯამში 8 მილიონი ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა სერიოზულ გაუგებრობაში გაეხვა – ვინისიუსის ფანები შეურაცხყოფას აყენებენ

გუშინ გიორგი მამარდაშვილმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და “ვალენსიას” პირადად მოაგებინა “რეალის” წინააღმდეგ. ერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” ახალი მწვრთნელის საინტერესო გადაწყვეტილება

ქუთაისის “ტორპედოს” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა გუნდში მისვლისას საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. როგორც “ტორპედოს”...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირველივე წელს – ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის კანდიდატებში!

საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ალბათობით, France Football-ის “ოქროს ბურთის” კანდიდატებს შო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისი კვარაცხელიას 100 მილიონ ევროდ აფასებს

Gazzeta, Calciomerato და სხვა ავტორიტეტული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი “მანჩესტერ სიტი”, “პსჟ”, “რეალი” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გადაწყვეტილია: გიორგი ჩაკვეტაძის ახალი გუნდი ცნობილია

როგორც ავსტრიული პრესა წერს, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსს” კვარაცხელიას დამატება უნდა, მაგრამ ფული არ აქვს

Areanapol-ის ინფორმაციით, ბოლო წლებში ტურინის “იუვენტუსს” კარგი გამოცდილება აქვს “ნაპოლის” ფეხბურთელების დამატებაში. “ნა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთელები მწვრთნელს გაყვნენ – რა ხდება “ტორპედოში”?

გავრცელებული ინფორამციით, ქუთაისის “ტორპედო” სამმა ფეხბურთელმა – როინ კვასხვაძემ, ლევან გეგეჭკორმა და გიორგი ქიმაძემ დატოვეს. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი მიდის – “პსჟ”-ს კვარაცხელია მოუნდა

“პსჟ”-ში ზაფხულში დიდი ცვლილებები იქნება და გუნდს ცნობილი ფეხბურთელები დატოვებენ. მათ შორის, ლეო მესი, მარკო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა

რუსული მედია კვლავ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვის “ლოკომოტივის” ნახევარმცველმა, კონსტანტინ მარადიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

MatchDay: “ტორპედოს” ანელკას მიყვანა სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა

სპორტულ გვერდ MatchDay-ს ინფორმაციით, ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად ცნობილი ფრანგი თავდამსხმლის, ნიკოლას ანელკას მიყვანა სურდა, [&...
წაკითხვა