ჩხეტიანმა პირველ მატჩში ქამბექი დადო
ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნების შემდეგ კახა ჩხეტიანმა მე-2 ტაიმში ბათუმის “დინამოს” ქამბექი დაუდო და 2-2 ითამაშა.
“დინამომ” მე-2 წუთზევე გახსნა ანგარიში და ფანცულაიამ გროზურეკის პასით გაიტანა. ჩხეტომ 2 იძულებული ცვლილება გააკეთა და ჯერ ძარია, შემდეგ კი ალიკო ჩაკვეტაძე შეცვალა. თედორე გრიგალაშვილს კი ტაიმის ბოლოსკენ ბურთი თავში მოხდა და ბათუმელებმა ორბურთიანი უპირატესობა მიიღეს.
მე-2 ნახევარში 3 წუთიან მონაკვეთში ჯერ ფადი ზიდანმა პენალტი მოიპოვა, შემდეგ კი თვითონ ზიდანმა გაათანაბრა. პენალტი საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დაინიშნა და წესით, არ უნდა დანიშნულიყო.
მოედანზე 46-ე წუთზე გროზურეკის ნაცვლად ჯოვინო ფლამარიონი შემოვიდა, რომელიც “როტორიდან” დაბრუნდა.
ტორპედო 2-2 დინამო ბათუმი
გოლები: მამასახლისი 64, ზიდანი 67 – ფანცულაია 2, გრიგალაშვილი 34 (ავტოგოლი)
ტორპედო: ჰამზიჩი – გრიგალაშვილი, ქაფიანიძე, ჩაკვეტაძე (გოგუაძე 45), ნადარაია – მამასახლისი – ტაბატაძე, ინკუმი, ძარია (ფირანიშვილი 11), რეკიში – ზიდანი
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
დინამო: კუპატაძე – მამუჩაშვილი, გაგოშიძე, კობახიძე, აზაროვი – ალთუნაშვილი (შინდაგორიძე 80), ტეიდი – გროზურეკი (ფლამარიონი 46), ზარია (ჯიღაური 46), გაფრინდაშვილი (მანჯგალაძე 63) – ფანცულაია (სანოგო 70)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე