ჩხუბი საქართველო – კანადას მატჩში და ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება
დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კანადის ნაკრებს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 19:15 დაამარცხეს.
ეს ფაქტობრივად რევანში იყო შარშანდელი მარცხისა, რომელიც “ბორჯღალოსნებმა” ვანკუვერში შარშან განიცადეს.
აღსანიშნავია, რომ პირველი ქულები მატჩში სწორედ ჩვენებურებმა აიღეს. მერაბ კვირიკაშვილის საჯარიმო წარმატებული გამოდგა მესამე წუთზე და მან გუნდი 3:0 დააწინაურა.
მატჩის შუანაწილში ვიტო კოლელიშვილის უხეშობას მოედანზე ჩხუბი მოჰყვა. ამას კი კოლელიშვილის გაძევება მოჰყვა.
საბოლოოდ ქართველმა მორაგბეებმა მატჩის მეორე ნახევარში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს და საბოლოო შედეგი ჩვენს სასარგებლოდ დააფიქსირეს.
გეტყვით იმასაც, რომ შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები აშშ-თან ჩაატარებს 16 ნოემბერს.
გთავაზობთ, მატჩში მომხდარი ჩხუბის ვიდეომასალას.
ვიდეოს ავტორი Lado Bendianishvili