ჩლაიძის ექვსმა სამქულიანმა „ვითას“ მაინც ვერ უშველა
ვითიბი ლიგის რეგულარულ ჩემპიონატის მორიგ ტურში თბილისის „ვითა“ კრასნოიარსკში ჩავიდა, სადაც „ენისეის“ შეხვდა და ანგარიშით 73:83 დამარცხდა. მასპინძლებმა უკვე შეხვედრის დასაწყისში ინიციატივა მოიპოვეს და, თბილისელთა მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, სიტუაციას შეხვედრის ბოლომდე აკონტროლებდნენ.
კრასნოიარსკში „ვითა“ არაოპტიმალური შემადგენლოობით ჩავიდა – გუნდში სერიოზული ცვლილებებია. ასე წინა კვირას გუნდი უკრაინელმა ალექსეი ლიპოვიმ დატოვა, რომელიც სათამაშოდ უნგრეთში წავიდა. გარდა ამისა, ახალაგზრდა ლუკა ზაქრაძე თბილისის „დინამოში“ გადაბარგდა. შედეგად, პაველ გოოგემ ამ შეხვედრის განაცხადში მხოლოდ 8 მოთამაშე შეიყვანა, თანაც დღეს რელსტონ თერნერსაც არ უთამაშია. რუსულმა კლუბმა, თავის მხვრივ, სრულფასოვანი შემადგენლობაში გამოიყვანა, რომელსაც მხოლოდ დენის ზახაროვი დააკლდა – მას დასვენების საშუალება მიეცა.
თავისი სტატუსი მასპინძლებმა პირველივე წამებიდან გაამართლეს. დევიდ კენედის სწრაფი შეტევების დახმარებით სიბირელები დასაწყისშივე საგრძნობლად იგებდნენ. მეორე მეოთხედის ბოლოს კონსტანტინ ანიკეენკოს რამდენიმე შეტევის და ირაკლი ჩლაიძის ორი „სამიანის“ შემდეგ „ვითამ“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. სრულ ტრიუმფამდე ქართველებს ხელი ალექსეი ვზდიხალკინისა და ანდრეი კომაროვსკის ჩაგდებებმა შეუშალეს. საბოლოოდ, დიდი შესვენების წინ „ენისეი“ ანგარიშით 40:32 იგებდა.
გასახდელში მასპინძელთა თავკაცმა სწორი სიტყვები იპოვა – მესამე მეოთხედის დასაწყისში მისი გუნდი უკვე 8:0 იგებდა. ამის შემდეგ უპირატესობას კვლავ მასპინძლები ფლობდნენ. შეხვედრის ბოლოსკენ „ვითა“ თითქოს გააქტიურდა და კვლავ ჩლაიძის დახმარებთ სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა – 74:70, მაგრამ მატჩი „ენისეის“ გამარჯვებით, 83:73 დასრულდა.
„ვითას“ მხრიდან 24 ქულით საუკეთესო სწორედ ჩლაიძე იყო. სათქმელია, რომ ჩლაიძემ დღეს 6 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა. გამარჯვებულთა რიგებიდან მასზე 1 ქულით ნაკლები დევიდ კენედიმ დააგროვა.
„ენისეი“ – „ვითა“ 83:73 (17:10, 23:22, 21:16, 22:25)