ჩრდილოეთ ირლანდია — გერმანია: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

თარიღი: ივნისი 21, 2016

ჩრდილოეთ ირლანდია — გერმანია
შეხვედრის ადგილი: პარიზი; “პარკ დე პრენსი”
შეხვედრის დრო: პარასკევი, 21 ივნისი; 20:00 (მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: კლემან ტიურპენი (საფრანგეთი)


დღეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები გაიმართება. პარიზის “პარკ დე პრენსზე” ჩრდილოეთ ირლანდიისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თავკაცმა მაიკლ ონილმა უკრაინასთან გამართულ მატჩში სასტარტო განაცხადში ერთბაშად ხუთი ცვლილება გააკეთა. სათადარიგოთა შორის დარჩა გუნდის საუკეთესო ბომბარდიტი კაილ ლაფერტიც. ამით ონილმა ყველას მიანიშნა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩრდილოირლანდიელებს ფრეს ჰყოფნით, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ონილი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩთან შედარებით ბევრს არაფერს შეცვლის.

გერმანიის ნაკრების ამოცანა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. ამისთვის იოახიმ ლიოვის გუნდს გამარჯვება ესაჭიროება. შესაძლოა, გერმენელებმა შემადგენლობაში გარკვეულ როტაციას მიმართონ. გერმანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ თომას მიულერი ცენტრფორვარდის პოზიციას დაიკავებს, იულიან დრაქსლერი კი ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.


ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:

28.03.16 ამხ. ჩრდილოეთ ირლანდია სლოვენია 1:0
27.05.16 ამხ. ჩრდილოეთ ირლანდია ბელორუსი 3:0
04.06.16 ამხ. სლოვაკეთი ჩრდილოეთ ირლანდია 0:0
12.06.16 ეჩ. პოლონეთი ჩრდილოეთ ირლანდია 1:0
16.06.16 ეჩ. უკრაინა ჩრდილოეთ ირლანდია 0:2

გერმანიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:

29.03.16 ამხ. გერმანია იტალია 4:1
29.05.16 ამხ. გერმანია სლოვაკეთი 1:3
04.06.16 ამხ. გერმანია უნგრეთი 2:0
12.06.16 ეჩ. გერმანია უკრაინა 2:0
16.06.16 ეჩ. გერმანია პოლონეთი 0:0

ურთიერთშეხვედრები:
04.06.05 – ამხანაგური: ჩრდილოეთ ირლანდია 1:4 გერმანია
08.09.99 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: გერმანია 4:0 ჩრდილოეთ ირლანდია
27.03.99 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ჩრდილოეთ ირლანდია 0:3 გერმანია
20.08.97 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ჩრდილოეთ ირლანდია 1:3 გერმანია
09.11.96 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: გერმანია 1:1 ჩრდილოეთ ირლანდია
29.05.96 – ამხანაგური: ჩრდილოეთ ირლანდია 1:1 გერმანია
02.06.92 – ამხანაგური: გერმანია 1:1 ჩრდილოეთ ირლანდია


O'Neill - Schneider

მაიკლ ონილი (ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “რთული მატჩი გველის. ჩვენთვის თითოეული ქულა მნიშვნელოვანია. გვაქვს იმის შანსი, რომ მერვედფინალში ვითამაშოთ. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან. უკრაინასთან გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა”.

თომას შნაიდერი (იოახიმ ლიოვის ასისტენტი): “ყოველთვის ვამბობდით, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვსურდა, ამიტომ შემადგენლობის გადახალისებას არ ვაპირებთ. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ. მიულერი? შესაძლოა, იგი დღეს სხვა პოზიციაზე ვიხილოთ. ყველაფერს მატჩის მიმდინარეობისას ნახავთ”.


საინტერესო ფაქტი:

ირლანდიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელი მაიკ ტეილორი 1971 წელს, გერმანიის ქალაქ ჰილდესჰაიმში დაიბადა. იგი ბავშვობიდან ბრემენის “ვერდერს” ქომაგობდა. 1999 წლის მარტში ტეილორმა ეროვნული გუნდის რიგებში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.


სავარაუდო შემადგენლობები:

ჩრდილოეთ ირლანდია: მაკგოვერნი, ჰიუზი, მაკაული, კეტკარტი, ჯონი ევანსი, უორდი, კორი ევანსი, დევისი, ნორვუდი, დალასი, ვაშინგტონი.

cats

გერმანია: ნოიერი, ჰიოვედესი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰეკტორი, კროოსი, ხედირა, იოზილი, გიოტცე, შიურლე, მიულერი.

cats


Fanebi.com-ის პროგნოზი

ჩრდილოეთ ირლანდია 0:3 გერმანია

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. 34 წლის თავდამსხმელმა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

70 000 უკრაინელის მიერ შესრულებული ჰიმნი პორტუგალიასთან მატჩის წინ (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ეროვნული ნაკრები კიევში პორტუგალიას მასპინძლობს. მატჩის დაწყების წინ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არასასურველი: ბრაზილიაში 600-დან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ატარებს 24 ნომერს

“გრემიოს” მესამე სათადარიგო მეკარე, რომელიც “გრემიოს” განაცხადში შეიყვანეს, უკვე გახდა უნიკალური ფეხბურთელი ბრაზილიური ფეხბურთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიროსლავ კლოზე: “ლევანდოვსკი ჩემზე ათჯერ უკეთესია”

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, მიროსლავ კლოზე, მიიჩნევს, რომ რობერტ ლევანდოვსკი მასზე უკეთესი თავდამსხმელია. შეგახსენებთ, რომ კლოზეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ეხმაურებიან ირლანდიელები საქართველოსთან გამართულ მატჩს?

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას” დაუპირისპირდა და [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასპერ შმეიხელის სეივები შვეიცარიასთან მატჩში (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე შვეიცარია მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიკ მაკკარტი: “ჩვენთვის ეს ქულა მოპოვებული ქულაა”

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიკ მაკკარტიმ საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა შინ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა

12 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შედგა საქართველოსა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველო – ირლანდია (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანდრეი შევჩენკოს მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა და ტაში დაუკრა (ვიდეო)

11 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრებმა ხარკოვში ლიტვა მიიღო და მეტოქე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ ლუქსემბურგის ნაკრებს ეფექტური გოლი გაუტანა (ვიდეო)

11 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრები საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ლიხტის ორი შეცდომა 10 წამში (ვიდეო)

10 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდია მიიღო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე იოგნმა ჩრდილოეთ ირლანდიას კურიოზული გოლი გაუტანა (ვიდეო)

10 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჰოლანდიამ საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდია მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიკ მაკკარტი: ” საქართველოს ნაკრების მიმართ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილნი ̶

ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიკ მაკკარტიმ, საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სახალისო კადრი: მანუელ ნოიერი და იოაჰიმ ლიოვი არგენტინასთან მატჩში (ვიდეო)

გერმანიისა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებებს შორის მიმდინარე ამხანაგური მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს. იხილეთ […]...
წაკითხვა