ჩრდილოეთ კორეელები საკუთარ კარში გამიზნულად გაშვებული გოლის გამო დასაჯეს (ვიდეო)
ცოტა ხნის წინ აზაში 16 წლამდე ეროვნულ ნაკრებებს შორის AFC-ს ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც კონტინენტის 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას (სულ ოთხი ჯგუფი).
D ჯგუფის გადამწყვეტი შეხვედრა ლიდერებს – ჩრდილოეთ კორეასა და უზბეკეთს შორის იყო. როგორც გაირკვა, ამ მატჩში კორეელების მთავარმა მწვრთნელმა მეკარეს დაავალა, რომ ბურთი გამიზნულად გაეშვა საკუთარ კარში. ამის მიზანი კი ის იყო, რომ ჩრდილოეთ კორეის ეროვნული გუნდი პლეი-ოფში შედარებით სუსტ ბადეში მოხვედრილიყო. მატჩი, ანგარიშით, 3-1 დასრულდა უზბეკების სასარგებლოდ.
საბოლოოდ, მეკარეს ასეთი “ტრიუკი” გამოუვიდა და მისი გუნდი სუსტ მეტოქეს შეახვედრა.
ეს ყველაფერი აზიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოიძია და სიმართლეც გაარკვია. ამის შემდეგ ამ ორგანიზაციამ მწვრთნელს 4000 ფუნტის გადახდა დააკისრა. მეკარე 800 ფუნტით და სპორტში საქმიანობის ერთწლიანი აკრძალვით დასაჯა. ხოლო, ჩრდილოეთ კორეის ფეხბურთის ასოციაცია 14 000 ფუნტით დააჯარიმა.