ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთელი – მეკარიდან თავდამსხმელამდე
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს არაერთი დებიუტანტი ჰყავს.
ჩრდილოეთ ირლანდიამ, სადაც მაქსიმუმ 40 პროფესიონალი ფეხბურთელი თამაშობს, ევრო 2016-ის მერვედფინალში გაღწევა მოახერხა.
ფეხბურთი ის სპორტია, რომელშიც მსგავსი ფაქტები უკვე ხშირად ხდება. გულშემატკივარი კი ყოველთვის სიმპატიებითაა განწყობილი. ისევე როგორც მე, ჩრდილოეთ ირლანდიის შემთხვევაში.
დროა გავიცნოთ აღნიშნული ნაკრების თავდამსხმელი, რომელმაც კარიერა მეკარის პოზიციაზე დაიწყო.
ჯოშ მაჯენისი – 26 წლის
ჯოშ მაჯენისი 1995 წლის 15 აგვისტოს, ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბანგორში, ერთ-ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა.
ცნობილია, რომ მაჯენისი თავდაპირველად რაგბს თამაშობდა.19 წლის ასაკამდე მეკარე იყო. ერთ დღეს კი მოულოდნელად ფორვარდობა გადაწყვიტა. “19 წლის ასაკში ჩრდ. ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებში გამომიძახეს. ვარჯიშზე ხელთათმანების გარეშე მივედი და მწვრთნელმა მკითხა, ხომ არ დავკარგე ისინი, რაზეც ვუპასუხე, რომ ”არა”, უბრალოდ ფორვარდობა გადავწყვიტე. ასე დაიწყო ჩემი მეორე კარიერა”, – აცხადებს ჯოში.
საქართველოს ნაკრებშიც ბევრი ნიჭიერი და ჭკვიანი ფეხბურთელია, მათთან სწორი მიდგომაა საჭირო და ვინ იცის, იქნებ, ბედნიერი დილა ჩვენც გაგვითენდეს.