ჩრდილოირლანდიელებმა უკრაინელები უპრობლემოდ დაამარცხეს (ვიდეო)
“სტად დე ლიონზე” უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მატჩი გაიმართა. შეხვედრის პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას უკრაინელები ფლობდნენ, თუმცა სახიფათო მომენტამდე საქმე არ მისულა. უკრაინელები მეტოქისგან ყველაზე მეტად სტანდარტებს უფრთხოდნენ და გოლი სწორედ ჯარიმიდან გაუშვეს. შეხვედრის 49-ე წუთზე ოლივერ ნორვუდმა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი თავით გარეტ მაკაულიმ ითამაშა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები დააწინაურა. უკრაინელებს საქმე ბუნებრივმა პირობებმაც გაურთულა: წვიმა გაძლიერდა და სეტყვაში გადაიზარდა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა შეხვედრა რამდენიმე წუთით შეაჩერა კიდეც. ბრიტანელები დაცვაში საკმაოდ მწყობრად თამაშობდნენ, რასაც უკრაინელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. პირიქით, კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე შეცვლაზე შემოსულმა მაკგინმა მეორე გოლიც გაიტანა და საბოლოო ჯამში, ჩრდილოირლანდიელებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება ჩაიწერეს: 2:0.
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში უკრაინელები პოლონელებს, ჩრდილოირლანდიელები კი გერმანელებს ეთამაშებიან.
ევრო-2016
C ჯგუფი
უკრაინა — ჩრდილოეთ ირლანდია 0:2 (0:0)
უკრაინა: პიატოვი, ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი, სიდორჩუკი (გარმაში 76′), სტეპანენკო, იარმოლენკო, კოვალენკო (ზინჩენკო 83′), კონოპლიანკა, სელეზნიოვი (ზოზულია 72′).
მთავარი მწვრთნელი: მიხაილო ფომენკო.
ჩრდილოეთ ირლანდია: მაკგოვერნი, ჰიუზი, კეტკარტი, მაკაული, ჯონი ევანსი, უარდი (მაკგინი 69′), კორი ევანსი (მაკნეირი 90+3′), დევისი, ნორვუდი, დალასი, ვაშინგტონი (მაჯენისი 84′).
მთავარი მწვრთნელი: მაიკლ ონილი.
გოლები: მაკაული 49′, მაკგინი 90+6′.
გაფრთხილებები: სელეზნიოვი 40′, სიდორჩუკი 67′ — უარდი 63′, დალასი 87′, ჯონი ევანსი 90+4′
მთავარი მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).