ჩრდილოლონდონური დერბი საყაიმო ანგარიშით დასრულდა (ვიდეო)
ბრიტანული პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩს “ემირეიტს სტედიუმმა” უმასპინძლა, რომელსაც მოსისხლე მტერი, თანაქალაქელი “ტოტენჰემი” ესტუმრა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს (42′) გაიხსნა, როდესაც კევინ ვიმერმა საკუთარი კარის ბადეში გაახვია ბურთი. “სპურსმა” ანგარიში მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გაათანაბრა (კეინი) და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
მე-11 ტურის შემდეგ, “არსენალს” 24 ქულა დაუგროვდა, რაც მესამე ადგილს ჰპირდება მათ, “ტოტენჰემი” კი 21 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.
“არსენალის” სასტარტო შემადგენლობა: პეტრ ჩეხი; ჰექტორ ბელერინი, კოშელნი, მუსტაფი, მონრეალი; კოკლინი, ჯაკა; უოლკოტი, მესუთ იოზილი, ალექს აივობი, ალექსის სანჩესი.
სათადარიგოთა სკამი: ოსპინა, გაბრიელი, გიბსი, რემზი, ელნენი, ოქსლეიდ-ჩემბერლინი, ჟირუ.
“ტოტენჰემის” სასტარტო შემადგენლობა: ჰუგო ლორისი, უოლკერი, ვერტონგენი, ვიმერი, დენი როუზი, ერიკ დაიერი, ვანიამა, მუსა დემბელე, კრისტიან ერიქსენი, სონი, ჰარი კეინი.
სათადარიგოთა სკამი: ვორმი, რიპერი, კარტერ-ვიკერსი, ვინკსი, ონომაჰი, ნკუდუ, იანსენი.