“ჩვენ აუტსაიდერები არა ვართ, ჩვენ – “მანჩესტერ იუნაიტედი ვართ”
“მანჩესტერ იუნატედის” ვეტერანი ფეხბურთელი, რაიან გიგსი თავის გუნდს “ბაიერნის” წინააღმდეგ სულაც არ მიიჩნევს აუტსაიდერად.
1999 წელს გიგსი იმ გუნდის ნაწილი იყო, რომელმაც სამ წუთში გამოსტაცა მიუნხენის “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის თასი. დრონი იცვლებიან, მაგრამ უელსელი პრინცი არ კარგავს გუნდის მიმართ რწმენას.
კლუბის სტატუსისა და საშინაო მოედნის გათვალისწინების გამო გიგსი “ბაიერნს” სულაც არ მიიჩნებს მეოთხეთფინალის ფავორიტად.
“გასაგებია, რომ ფეხბურთელები შეიცვალნენ, მაგრამ ტრადიციები და კლუბი იგივე დარჩა. ორი უდიდესი გუნდი, ორი დიდი ისტორია და ორი კლუბი, რომელიც სამართლიანად თამაშობს ფეხბურთს”
“როცა “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ “ბაიერნი” თამაშოვს, ეს ტოველთვის სანახაობრივ მატჩს გვპირდება და მნიშვნელობა არ აქვს ეს ფინალია თუ მეოთხეთფინალი.”
“ნათელია, რომ “ბაიერნი” ფანტასტიური გუნდია. ისინი ტურნირის მოქმედი გამარჯვებულები არიან და გასაგებიცაა, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. ალბათ უმეტესობას სწორედ ისინი მიაჩნია ფავორიტებად, მაგრამ ეს “ოლდ ტრაფორდია”, ეს “მანჩესტერ იუნაიტედია” და ამ ქალაქმა დიდი ევროპული საღამოები ნახა.”
“ჩვენ, მოთამაშეები, საკუთარ თავს აუტსაიდერებად არ ვხედავთ, ჩვენ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებად ვხედავთ და ერთი სული გვაქვს მოედანზე როდის გავალთ.”
“გინდება ასეთ მატჩში როგორც მოთამაშემ, ისე მიიღო მონაწილება და ჩვენც გამარჯვების მოპოვებას შევეცდებით. ეს რთული იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისთვის ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის.” – ციტირებს გიგსის სიტყვებს Sky Sports
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში http://redarmy.ge/