ჩვენს ჯგუფს ახალი ლიდერი ჰყავს (ვიდეო)
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფს ახალი ლიდერი ჰყავს. ფრანკფურტში გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
გერმანელთა მხრიდან დუბლი შეასრულა მარიო გიოტცემ, ერთი გოლი კი ტომას მიულერმა გაიტანა. საპასუხო ბურთი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა. ამრიგად, გერმანიის ნაკრებმა 16 ქულა მოაგროვა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა, პოლონეთმა კი, რომელსაც აქტივში 14 ქულა აქვს, მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
გერმანია — პოლონეთი 3:1
გოლები: მიულერი 12′ (1:0); გიოტცე 19′ (2:0); ლევანდოვსკი 36′ (2:1); გიოტცე 82′ (3:1).
გაფრთხილებები: კროოსი 61′; შვაინშტაიგერი 79′ – რიბუსი 8′; გროსიცკი 66′.
ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ ფარუში გაიმართა, სადაც გიბრალტარის ნაკრები ირლანდიასთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა. დუბლი გაიფორმა რობი კინმა, თითო-თითო გოლი კი საირუს კრისტიმ და შეინ ლონგმა გაიტანეს. ირლანდიელები 12 ქულით ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადავიდნენ. უქულო გიბრალტარს ბოლო ადგილი უკავია.
გიბრალტარი — ირლანდია 0:4
გოლები: კრისტი 27′ (0:1); კინი 50′ (0:2), 52′ (0:3, პენ.); ლონგი 79′ (0:4).
გაფრთხილებები: კაშარო 9′; ბარნეტი 48′ – უოლტერსი 42′.
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის თბილისში გამართულ შეხვედრაში 38-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს. ირლანდია 11 ქულით მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, საქართველოს 6 ქულით მეხუთე ადგილი უკავია.
საქართველო — შოტლანდია 1:0
გოლი: ყაზაიშვილი 38′ (1:0).
გაფრთხილებები: კაშია 10′, ანანიძე 44′, ნავალოვსკი 78′.
გუნდი | თ | მ | ფ | წ | გატ | მიღ | +/- | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
გერმანია | 7 | 5 | 1 | 1 | 19 | 5 | 14 | 16 |
პოლონეთი | 7 | 4 | 2 | 1 | 21 | 6 | 15 | 14 |
ირლანდია | 7 | 3 | 3 | 1 | 16 | 5 | 11 | 12 |
შოტლანდია | 7 | 3 | 2 | 2 | 12 | 7 | 5 | 11 |
საქართველო | 7 | 2 | 0 | 5 | 5 | 13 | -8 | 6 |
გიბრალტარი | 7 | 0 | 0 | 7 | 1 | 38 | -37 | 0 |