CIES Football Observatory: ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები
ფეხბურთის კვლევითმა ინსტიტუმა CIES Football Observatory-მ მოცემულ მომენტში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა.
ყველაზე ძვირად “პარი სენ-ჟერმენისა” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე ფასობს, რომლის ღირებულებაც 216,5 მილიონი ევროა.
პირველ ათეულში შემდეგი ფორვარდები მოხვდნენ: ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”, 197,3 მილიონი ევრო), ნეიმარი (“პსჟ”, 197), მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”, 173), ფილიპე კოუტინიო (“ბარსელონა”, 171,3), ლიონელ მესი (“ბარსელონა”, 170,6), რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”, 164,6), რომელუ ლუკაკუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 164,3), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”, 157,7), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”, 155,6). აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ათეულს მიღმა დარჩა. პორტუგალიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 123,6 მილიონი ევროა.
ყველაზე ძვირადღირებული ნახევარმცველი “ტოტენჰემ ჰოთსპურის” შუახაზელი დელე ალი გახლავთ, რომლის ღირებულებაც 163,4 მილიონი ევროა. მცველებს შორის სამუელ უმტიტი ლიდერობს (“ბარსელონა”, 99,2), ხოლო ყველაზე ძვირადღირებული მეკარე ედერსონი (“მანჩესტერ სიტი”, 102) გახლავთ.