კრიშტიანუ რონალდუ: “თავიდან პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომაზე არც კი ვფიქრობდი”
მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ გამოტყდა, რომ თავის დროზე პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომაზე არც კი ფიქრობდა.
“ჩემს ოჯახში ყველას უყვარს ფეხბურთი. მახსოვს, ერთხელ ქუჩაში ვთამაშობდი და მამაჩემმა შემომთავაზა, როცა სამსახურში წავალ, შენ გუნდთან ერთად ივარჯიშეო. მე ვიფიქრე, რატომაც არა და დავთანხმდი.
ასე დავიწყე თამაში. ყოველდღიურად ვვარჯიშობდი და მიხაროდა, რომ გუნდში ვიყავი. მამაც სულ გვერდში მედგა.
თავიდან მომეჩვენა, რომ დანარჩენი ბავშვებისგან გამორჩეული ვიყავი. მანამდე არასდროს მიფიქრია პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომაზე და არც იმაზე, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში”, “რეალსა” და თუნდაც “სპორტინგში” ვითამაშებდი.
მაშინ მხოლოდ ვტკბებოდი თამაშით და ჩემს ნიჭზე საერთოდ არ ვფიქრობდი.
სამი-ოთხი წლის შემდეგ მეც მომინდა ასეთ კლუბებში თამაში. ყველა მატჩს ვუყურებდი და ამაზე ოცნებაც დავიწყე”, – განაცხადა რონალდუმ Herbalife-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.