“დაანებეთ ხვიჩას თავი!” – “ნაპოლის” ფანები მოითხოვენ ხვიჩას პირადი სივრცე დაუტოვონ!
მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა მოპარეს, მის მიმართ ჟურნალისტების მხრიდან ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. მედიის მხრიდან დაინტერესება მას აქამდეც არ აკლდა.
“ნაპოლის” ფანები მიიჩნევენ, რომ ქართველს ყველამ თავი უნდა დაანებოს და ახლა, როცა მანქანა მოპარეს და ტრავმაც აქვს, სიმშვიდეში უნდა იყოს.
“სულ მცირე პირადი დაუტოვეთ ამ ბიჭს. არ არის საჭირო ყოველდღე იმის თქმა, თუ რას აკეთებს. დატოვეთ მარტო. ის ახლა იწყებს ქალაქის გაცნობას, თუნდაც ცუდი კუთხით. ჩვენ უნდა შევეცადოთ, ფსიქოლოგიურად ხელი შევუწყოთ, რათა ამ ყველაფერმა მის თამაშზე უარყოფითი გავლენა არ იქონიოს. ხვიჩა ძალიან, ძალიან ახალგაზრდაა. ვინ იცის, როგორ შეიჭრა ის ქურდი სახლში და როგორ მოიპარა მანქანა”
ამ მხრივ ირიბად ლუჩანო სპალეტიმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ “ნაპოლი” მხოლოდ კვარაცხელია არ არის.