დაბრუნდება?
ლიონელ მესის “ბარსელონაში” დაბრუნება გამორიცხული არ არის. მეტიც, ფეხბურთელის მამა ხორხე მესი იმედს გამოთქვამს, რომ მისი შვილი კატალონიურ გუნდში ისევ ითამაშებს.
ხორხე მესი ბარსელონაში იმყოფებოდა, თუმცა მისი ვიზიტის მიზეზი უცნობია. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა “ბარსელონაში” მესის დაბრუნება.
“იმედია, ოდესმე დაბრუნდება”, – ასეთი იყო ფეხბურთელის მამის პასუხი.
“მარკა” წერს, რომ ხორხე მესი “ბარსელონას” ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და კლუბში შვილის შესაძლო დაბრუნების საკითხი განიხილა.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ “ბლაუგრანა” 2021 წლის ზაფხულში დატოვა და “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა. ტრანსფერის მთავარი მიზეზი კატალონიელთა ფინანსური პრობლემა გახდა. 33 წლის არგენტინელ ფეხბურთელსა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს.