დაბრუნდება პიკე “იუნაიტედში” ?
კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა. ესპანელის თქმით იგი, მიუხედავად “კამპ ნოუზე” სათამაშო დროისა “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებას არ აპირებს.
ამ სეზონში 27 წლის ესპანელმა პირველივე წუთებიდან მხოლოდ სამი მატჩი დაიწყო. რის გამოც ჟურნალისტები უკვე გამუდმებით წერენ პიკეს “იუნაიტედში” შესაძლო დაბრუნებაზე. შეგახსენებთ, რომ ესპანელი “ოლდ ტრაფორდზე” 2004 წლიდან 2008 წლამდე თამაშობდა.
მიუხედავად სათამაშო დროის ნაკლებობისა, პიკემ განაცხადა, რომ კლუბის შეცვლას არ აპირებს, რადგან ამჟამინდელ კლუბში კმაყოფილია და კარიერის “კამპ ნოუზე” დასრულებას აპირებს.
“ბარსელონა დიდი ისტორიის, თამაშის სტილისა და კატალონიელებთან სიახლოვის გამო მიყვარს. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. მე მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო კლუბში ვთამაშობ და “ბარსელონას” დატოვების არანაირი სურვილი მაქვს.”
“ცოტა ხნის წინ ახალ კონტრაქტს ხელი მოვაწერე. ვაპირებ “ბარსელონაში” კარიერის ბოლომდე დავრჩე, ისე როგორც კარლეს პუიოლმა გააკეთა.”–განუცხადა პიკემ Four Four Two.–ს