დადასტურდა: იტალიის ნაკრებს მანჩინი ჩაიბარებს

თარიღი: მაისი 15, 2018

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მანჩინი იმუშავებს. 53 წლის სპეციალისტმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან შრომითი ხელშეკრულება ორშაბათს გააფორმა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად უკვე დადასტურდა და ინტერნეტსივრცეში კონტრაქტის გაფორმების ამსახველი ფოტომასალაც გავრცელდა. “სკუადრა აძურას” ახალი თავკაცის ოფიციალური წარდგენა 15 მაისს შედგება.

რობერტო მანჩინიმ სანქტ-პეტერბურგის “ზენიტთან” კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსულ კლუბს იტალიელი სპეციალისტისთვის კომპენსაციის გადახდა არ მოუწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ჯამაგირის სახით კი მანჩინის წელიწადში ორი მილიონი ევრო დაუნიშნეს. ევრო-2020-ის ფინალურ სტადიაზე გასვლის შემთხვევაში, იტალიის ნაკრების თავკაცი ბონუსის სახით დამატებით თანხასაც მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯამპიერო ვენტურა გაათავისუფლეს, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გუნდის გაყვანა ვერ შეძლო. “სკუადრა აძურა” მუნდიალის ფინალურ სტადიას 1958 წლის შემდეგ პირველად გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“მილანი” დონარუმას ახალ კონტრაქტს სთავაზობს, მინო რაიოლა გაზრდილ ხელფასს ითხოვ

“მილანი” გუნდის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმასთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. “როსონერი”...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირლო: “ინტერის” შემტევი სტილის გვეშინოდა, მხდალები ვიყავით”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, მილანის “ინტერთან” განცდილი მარცხის (2-0) შემდეგ პრესის წარმომადგენლე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვის აქვს უფრო მეტი წითელი ბარათი, მესის თუ რონალდუს?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საფეხბურთო სამყაროში ყველაზე აქტუალური ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარება გახლდათ. ესპანეთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კორონავირუსით “მილანის” კიდევ ორი საკვანძო ფეხბურთელი დაინფიცირდა

კორონავირუსის პანდემიამ პრობლემები კიდევ ერთხელ შეუქმნა იტალიურ “როსონერის”. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო: “რეალმა” ჰაკიმის გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვა”

მადრიდის “რეალისა” და მილანის “ინტერის” ყოფილმა სუპერვარსკვლავმა, ბრაზილიელმა რონალდომ, პრესასთნ საუბრისას აშრაფ ჰაკიმის ტრანს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთელები, რომლებსაც Instagram-ში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ

გთავაზობთ იმ ფეხბურთელების ხუთეულს, რომლებსაც სოციალურ ქსელ Instagram-ში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ: 5. მარსელო – […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანმა” სატრანსფერო ფანჯარა მეიტეს დამატებით გახსნა

“მილანის” ოფიციალური ვებ-გვერდი სიხარულით გვამცნობს ფრანგი ნახევარმცველის, სუალიჰო მეიტეს, ტრანსფერის შესახებ. ოფიციალური წყაროს ცნობით, ფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მილიკი, შესაძლოა, საფრანგეთის ჩემპიონატში ვიხილოთ

გავლენიანი უცხოური გამოცემა Sky Sports ადასტურებს ინფორმაციას “მარსელის” ხელმძღვანელთა მხრიდან არკადიუშ მილიკის ტრანსფერის შესახებ სერიოზუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მორატა: “ჩემ შვილებს მოვუყვები, რომ რონალდუსთან ერთად ვთამაშობდი”

ტურინის “იუვნტუსის” თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ, მის სუპერვარსკვლავ თანაგუნდელზე, კრიშტიანუ რონალდუზე, ისაუბრა. პორტუგალიელ რონალდუს სერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაოლო მალდინიმ მანჯუკიჩი შეითანხმა

იტალიური გამოცემა “კორიერე დელა სერა” წერს, რომ “მილანის” ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩთან [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თუ “ლაციო” რომას” დაამარცხებს, გავშიშვლდები” – იტალიე

იტალიელი მოდელი და მსახიობი ანა ფალკი პირობას დებს, რომ თუ 15 იანვარს “ლაციო” “რომას” დაამარცხებს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 იანვარი

“მილანი” მანჯუკიჩის წარმომადგენლებს ხვდება იტალიური გამოცემები ადასტურებენ ინფორმაციას “მილანსა” და მარიო მანჯუკიჩის წარმომადგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზირებულია

იტალიის ექს პრემიერ-მინისტრი და “მილანის” ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონი, რომელიც დღესდღეობით სერია B-ს ბინადარ “მონცას” [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტა: “ბარსელონამ” კრიშტიანუს ტრანსფერზე უარი თქვა, რასაც არ ვნანობ”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, აღიარებს, რომ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის განხორციელების შანსი ჰქონდა. “რ...
წაკითხვა