დადასტურდა: ზურიკო დავითაშვილის ახალი გუნდი ცნობილია

თარიღი: მარტი 14, 2019

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ზურიკო დავითაშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის “ლოკომოტივში” ითამაშებს.

დავითაშვილმა “ლოკომოტივი” 2018 წლის ბოლოს დატოვა და კარიერა ყაზანის “რუბინში” უნდა გაეგრძელებინა, თუმცა რუსებთან შეთანხმება ვერ შედგა და მანაც კონტრაქტს ხელი არ მოაწერა.

ბოლოს ზურიკო გენტში შენიშნეს, სადაც გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გამოჩნდა. გარკვეული მოლაპარაკებები “გენტთანაც” მიმდინარეობდა, მაგრამ სეზონის დასრულებამდე დავითაშვილს ისევ “ლოკომოტივში” ვიხილავთ.

18 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 250 ათასი ევროა.

მსგავსი სიახლეები