დაძაბული მატჩი რუსთავში
რუსთავის “ფოლადის” სტადიონზე უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში ადგილობრივმა “მეტალურგმა” ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძლა.
რუსთაველებმა მატჩი აქტიურად დაიყწეს და დაწინაურება მე-2 წუთზე შეძლეს. სტანდარტიდან ჯოხაძის ჩაწოდებას მეტოქის საჯარიმოში დაჩი ცნობილაძე გამოეხმაურა და ზუსტი დარტყმი საკუთარი გუნდის დაწინაურება შეძლო. აღსანიშნავაი, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელისთვის ეს უკვე მეხუთე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში და ამ კომპონენტში ცნობილაძე საკუთარ გუნდში საუკეთესოც კი არის.
გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრებს გათანაბრების შანსი პირველივე შეტევაში მიეცათ, მაგრამ ფაქტობრივად პირისპირ გასულ ივანიშვილს ბედიაშვილმა დაასწრო. მომენტები შერგელაშვილს და კაჭარავასაც შეექმნათ, თუმცა შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.
მეორე ნახევარი რუსთაველთა სახიფათო შეტევებით დაიწყო. “მეტალურგს” ცოტა რომ მოემატებინა მეორე გოლსაც გაიტანდა. მასპინძლები კი ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს და აქცენტს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე აკეთებდნენ. ტერიტორიული უპირატესობა ცხინვალელებმა მოიპოვეს, თუმცა შეხვედრა მომენტების გარეშე მიმიდნარეობდა.
სიმშვიდე, 79 წუთზე დაირღვა, როდესაც მოედნის ცენტრში კილასონიასა და მახარობლიძის შეჯახებას დაპირისპირება მოყვა, რომელიც ლამის გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ლაშა სილაგავამ, რუსთაველთა მხრიდან ყვითელი ბარათით კილასონია დასაჯა, ხოლო მახარობლიძე, რომელსაც ერთი ბარათი უკვე ჰქონდა, დაინდო და ჯარიმაც ცხინვალელთა სასარგებლოდ დანიშნა. ბურთის გათამაშების შემდეგ ბედიაშვილთან პირისპირ ლექვთაძე აღმოჩნდა. “მეტალურგის” მეკარის და “სპარტაკის” შემტევის შეჯახების შემდეგ კი სილაგავამ პენალტი დანიშნა, რამაც ადგილობრივი გულშემატკივრები კიდევ უფრო აღაშფოთა. 11-მეტრიანი კაჭარავამ ზუსტად შეასრულა და ანგარიშიც გათანაბრდა.
დარჩენილ დროში “მეტალურგმა” მთელი გუნდით შეუტია. გატანა სიხარულიძე შეეძლო, ხოლო ცნობილაძე დუბლის გაფორმების შანსიც მიეცა, მაგრამ ბოლო წუთზე დარტყმული ჯარიმა ნადირაძის ნადავლი გახდა.
“სპარტაკმა” ქულა მოიპოვა, თუმცა სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია დაკარგა, “მეტალურგი” კი პირველი წრის ბოლო ტურის წინ მეექვსე ადგილზე დარჩა.
მეტალურგი 1-1 სპარტაკი
გოლები: ცნობილაძე 2′ (1:0); კაჭარავა 80′ (1:1)
მეტალურგი: ბედიაშვილი, კაკაშვილი, ხიზანეიშვილი, მჭედლიშვილი, ქავთარაძე, ცნობილაძე, გელაშვილი (სიხარულიძე 57′), კილასონია, კიტეიშვილი, ჯოხაძე (ვასაძე 69′), ნარიმანიძე
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
სპარტაკი: ნადირაძე, კაჭკაჭიშვილი, ქემოკლიძე, მახარობლიძე, ივანიშვილი (ლექვთაძე 34′), თექთურმანიძე (ქოჩლაძე 90′), გიგაური, იოსელიანი, ცერცვაძე, შინდაგორიძე, კაჭარავა.
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა